Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
რადიოლოგია

რადიოლოგია

რა არის ულტრასონოგრაფია

ულტრასონოგრაფია არის თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი. მისი ფართოდ დანერგვა დაკავშირებულია ამ კვლევის არაინვაზიურობასთან და ხელმისაწვდომობასთან მატერიალური თვალსაზრისით . ულტრაბგერითი კვლევის ხარისხი და სანდოობა დამოკიდებულია როგორც სპეციალისტის გამოცდილებასა და ცოდნაზე, ასევე აპარატურის ხარისხზე. კლინიკა დიაკორში ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი აღჭურვილი საუკეთესო მაღალი დონის აპარატით General Electric Logic –G 8 რომელსაც ააქვს ოთხი გადამწოდი და კვლებევის ფართო სპექტრის ჩატარების შესაძლებლობა.


ჩვენ კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:

  • ფარისებრი ჯირკვლის
  • რბილი ქსოვილების
  • ლიმფური კვანძების
  • სანერწყვე ჯირკვლების
  • სარძევე ჯირკვლის
  • პლევრის ღრუს
  • საჭმლის მომნელებელი და ბილიარული სისტემის
  • საშარდე სისტემის (თირკმელები, შარდის ბუშტი)
  • თირკმელზედა ჯირკვლის
  • პროსტატის (ტრანსაბდომინალური, ტრანსრექტალური)
  • სათესლე ჯირკვლების
  • გინეკოლოგიური ორგანოების (ტრანსაბდომინალური, ტრანსვაგინალური)
  • სახსრების.(ყველა სახსრის)
  • ტარდება დამიზნებითი ბიოფსია ფარისებურ ჯირკვალზე, ძუძუზე, რბილ ქსოვილებზე, ლიმფურ კვანძებზე.
  • ჩვენს კლინიკაში მუშაობს მერიის სკრინინგის პროგრამა ფარისებრ ჯირკვლზე ( 25-დან 70 წლამდე ქალბატონებში)

კვლევებს ატარებენ ექიმები:

ანა მეტრეველი - რადილოგი და  ეკა გიუაშვილი- მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი, თერაპევტი
მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, შინაგან მედიცინაში, ენდოკრინოლოგიაში, მამოლოგიაში, უროლოგიაში და გინეკოლოგიაში.