ინგა სანაია
ექიმი - ენდოკრინოლოგი ინგა სანაია კლინიკა „დიაკორში" მუშაობს 2011 წლიდან.
სრული სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საქართველოში, 1994-2001 წწ. სწავლობდა ქ. თბილისის პ. შოთაძის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, მისი დამთავრების შემდეგ, 2001-2004 წწ. სწავლა განაგრძო ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პოსტდიპლომური განათლების სამედიცინო აკადემიის კლინიკურ ორდინატურაში ენდოკრინოლოგიის და დიაბეტოლოგიის კათედრაზე, სადაც მიენიჭა სპეციალობა - ენდოკრინოლოგია. 2004 წ რუსეთის სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა და დაასრულა ბავშვებსა და მოზრდილებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მართვის კურსი.
ინგა სანაიას 2004 წელს მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის შრომის, ჯანმრთევლობის და სოციალური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია PMA #103450 . ხოლო 2006 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთევლობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზია ენდოკრინოლოგიაში # 002601გ07.
2011 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა „ დიაკორში“, ასევე 2018 წლიდან მოღვაწეობს ეროვნულ სკრინინგ ცენტრში „ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის" პროგრამაში.
ინგა სანაია არის სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოებების წევრი და აქტიურად მონაწილეობს კონფერენციების მუშაობაში, როგორებიცაა.: ექიმთა პოსდიპლომური განათლების ასოციაცია: სემინარი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში, ბაკურიანი 2015-2018 წწ.; EASD დიპლომის შემდგომი კურსი კლინიკურ დიაბეტოლოგიაში, თბილისი 2015წ; EASD დიპლომის შემდგომი კურსი კლინიკურ დიაბეტოლოგიაში, პრაღა 2015წ; EASD დიპლომის შემდგომი კურსი კლინიკურ დიაბეტოლოგიაში, სტამბოლი 2017წ.