Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ფიზიოთერაპია

ფიზიოთერაპია

კლინიკა დიაკორში ფუნქციონირება დაიწყო ფიზიოთერაპიის პროცედურებმა ‘’Intelect Advanced Combos’’-უახლესი აპარატით.

 
ფიზიოთერაპია ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ზედაპირული რბილი ქსოვილების, ოპერაციის და ტრავმის შემდგომი გართულებების კომპლექსური თერაპიის დამატებითი საშუალებაა.

ფიზიოთერაპია მკურნალობის მიზანმიმართული მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ კონკრეტულად იმ სეგმენტზე, რომელიც ამას საჭიროებს .

კლინიკა „დიაკორში" შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი პროცედურები:


ელექტროფორეზი და ფონოფორეზი.

 

ელექტროფორეზი არის პროცედურა, რომელიც სრულდება სპეციალური ინოვაციური მოწყობილობის მეშვეობით და გულსხმობს ელექტრული იმპულსებით ე.წ. იონებით პრეპარატის შეღწევას ორგანიზმში კონკრეტულ ადგილას, რაც უკეთესი თერაპიული შედეგის მიღწევის საშუალრებას იძლევა პრეპარატის ჩვეულებრივ გამოყენებასთან შედარებით.
ამ მიზნით გამოიყენება ტრავმატოლოგიაში, ნეიროქირურგიასა და ორთოპედიაში ფართოდ გამოყენებადი პრეპარატი კარიპაზიმი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

ელექტროფორეზით ხდება ისეთი დაავადებების მკურნალობა როგორიცაა:

  • ხერხემლის მალთაშუა დისკის პათოლოგია, ოსტეოქონდროზი
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი ცვლილებები
  • ართრიტი
  • ართროზი
  • დისპლაზია და ა.შ.
შედეგის მიღწევისთვის საჭიროა პროცედურების რამდენიმე ციკლის ჩატარება, რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წთ.

ფონოფორეზი - არის ფიზიოთერაპიული მკურნალობის ერთ-ერთი სახე, რომლის მეშვეობით ხდება ანთებითი პროცესების შემცირება დაზიანებულ უბანზე. მედიკამენტოზური ფონოფორეზი გამოიყენება კუნთების და ნერვების სტიმულაციისთვის, ამ პროცედურის ჩატარების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დენისა და წამლის მიმართვას ერთი მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ტკივილგამაყუჩებელ და სისხლძარღვთა გამაფართოებელ ეფექტს. მისი მეშვეობით პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია ხვდება უშუალოდ დაავადებულ არეში და არ ეხება მიმდებარე ჯანსაღ ქსოვილებს.

სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე პროცედურის ჩატარება.

ერთი პროცედურის ხანგრძლივობაა 7 წთ.

ფიზიოთერაპევტი - ელენე ლეკიშვილი.

ექიმები

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?