Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი

ნინო მასხულია

ენდოკრინოლოგი

ექიმი- ენდოკრინოლოგი ნინო მასხულია კლინიკა „დიაკორში" მუშაობს 2017 წლიდან. ნინო მასხულიას სრული სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტში - მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა 2011წელს, ხოლო შემდგომ,  2012- 2015 წწ. სწავლა გააგრძელა რეზიდენტურაში ენდოკრინოლოგიის განხრით.

აქტიური სამედიცინო პრაქტიკა დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე: 2008-2009 წწ. მუშაობდა რონალდ ჯეიმსის სახელობის დიაბეტიან ბავშვთა საზაფხულო ბანაკში, ხოლო 2010- 2011 წწ. მუშაობდა ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უმცროს ექიმად; სწავლის დასრულების შემდეგ 2013-2015 წწ. მუშაობდა კლინიკა „კურაციოში", ხოლო 2015- 2017 წწ. კლინიკა „მერამედში"; 2017 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა „დიაკორში".

ნინო მასხულია ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სემინარებში, როგორებიცაა.: EASD -ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ჯგუფის კონფერენცია: თემა - ტიპი 1 დიაბეტი, 2018 წ ქ. რომი; WMFC-ის საერთაშორისო კონფერენცია: თემა - ინსულინრეზისტენტობა, 2009 წ ქ.სანფრანცისკო; EASD-ის საერთაშორისო კონფერენცია: თემა - დიაბეტის გართულებები, 2010 წ ქ. ლისაბონი; საქართველოს რესპირატორული ასოციაციის კონფერენცია: თემა - რესპირატორული დაავადებები, 2010წ , ქ. ბათუმი; EASD საგანმანათლებლო კურსი დიაბეტოლოგიაში, 2016 წ, ქ.ტალინი; საქართველოს ექიმთა პოსდიპლომური სამედიცინო კონფერენცია, 2017 წ., ჩაქვი; ESAD საგანმანათლებლო კურსი დიაბეტოლოგიაში, 2018 , ქ.თბილისი; IOF - ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფედერაციის კონფერენცია, 2019 წ, ქ.პარიზი.

ბლოგი

გაეცანით სამედიცინო სფეროში არსებულ საინტერესო სიახლეებს

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?