Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
კარდიოლოგია

კარდიოლოგია

კარდიოლოგია არის მედიცინის ის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში კარდიოვასკულური დაავადებების პრევენცია სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციებში უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ეფექტური მკურნალობისა და პრევენციის ღონისძიებების ჩატარების ხარჯზე დასავლეთ ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიაში


50%-ით შემცირდა სიკვდილიანობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ.


კლინიკა დიაკორში არის კარდიოლოგიური სამსახური, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ კარდიოლოგიური დაავადებების სრულყოფილი არაინვაზიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.


რა სახის დიაგნოსტიკური კვლევები შესაძლებელია მიიღოთ კლინიკაში?

  • გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა(კარდიოექოსკოპია)
  • ელექტროკარდიოგრაფია
  • დატვირთვის ტესტი ტრედმილზე
  • ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი

ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც აღმოაჩენენ გულის ორგანულ, სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. მისი მიზანია გულის ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკა, რომელიც გამოწვეულია გულშიდა ჰემოდინამიკის დარღვევით, გულის სტრუქტურული, ორგანული დაზიანებებითა და ფუნქციის ცვლილებებით.


ულტრაბგერითი ტრანსთორაკალური (TTE) ექოკარდიოგრაფია (PHILIPS Clear Vue 550) რომელიც წარმოდგენილია ჩვენს კლინიკაში, ტარდება გულმკერდის გარეთა ზედაპირიდან. ჩანს გულის ოთხივე კამერა, მსხვილი კალიბრის მთავარი სისხლძარღვები (აორტის ნაწილები, ღრუ ვენები, ფილტვის არტერიის ვენების ნაწილები), სარქვლების მდგომარეობა, კამერებში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები, ჰემოდინამიკური (სისხლის მიმოქცევის) პროცესები, პერიკარდიუმი და მისი ცვლილებები.

გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

  • გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებზე ეჭვის მიტანა;
  • გულის იშემიური დაავადება - სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის მდგომარეობის შეფასება;
  • გულის გარსების დაავადებები - კარდიომიოპათიები, პერიკარდიტები; 
  • გულის აუსკულტაციური მონაცემების ცვლილებები;
  • ეკგ ცვლილებები; 
  • მაღალი არტერიული წნევა; 
  • რეგულარული სპორტული ვარჯიშები; 
  • გულის სიმსივნეზე ეჭვის მიტანა; 
  • აორტის ანევრიზმაზე და განშრევებაზე ეჭვის მიტანა; 


✔ ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე (სარბენ ბილიკზე) საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ - ფარული კორონარული არტერიების დაავადება, გულის რითმის დარღვევა, რომელიც ვერ ფიქსირდება მოსვენების ეკგ კვლევის დროს, შეფასდება დანიშნული მკურნალობის ეფექტურობა, ასევე გულის ფუნქციური მდგომარეობა გეგმიური ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე დატვირთვის მაქსიმალური ზღურბლის განსაზღვის მიზნით.

✔  24-საათიანი ეკგ და წნევის მონიტორირება - შესაძლებელია გულის რითმის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში ჩვეული ცხოვრების რეჟიმის პირობებში. 

✔ ეკგ-გადაღება გაშიფვრით

რა სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება გულის პათოლოგიები აწუხებდეს?

პირველ რიგში, ეს არის ტკივილი გულმკერდის არეში და ჰაერის უკმარისობა. პაციენტმა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, ვინაიდან ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდის არეში არის საყურადღებო და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის გულის ტკივილი, თუ გულმკერდის არეში არსებული სხვა ტკივილი, ვინაიდან მხოლოდ ექიმი ფლობს პროფესიულ ინფორმაციას პაციენტის ჯამრთელობის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებათა შესახებ.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?