Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია

ენდოკრინული დარღვევების მართვა მოითხოვს საშუამავლო მეტაბოლიზმის, რეპროდუქციული ფიზიოლოგიის, ძვლის ზრდისა და მეტაბოლიზმის ფართო გაგებას. პრაქტიკიდან გამომდინარე, იგი დაკავშირებულია კონცეპტუალურ ჩარჩოში ჰორმონების სეკრეციის, მოქმედების და უკუკავშირის კონტროლის გაგებასთან. ენდოკრინული სისტემის შეფასება ხდება ჰორმონთა კონცენტრაციის გასაზღვრით, რომელიც კლინიცისტს აწვდის ღირებულ სადიაგნოსტიკო ინფორმაციას.

სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაში უმეტესი ენდოკრინული პათოლოგიები ემორჩილება ეფექტიან მკურნალობას.
ენდოკრინოლოგია მოიცავს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონების შესწავლას. ტერმინი „ჰორნონი“ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს „მოძრაობას“, რაც აღწერს მათ დინამიკას. ჰორმონები იწვევენ უჯედშიდა რეაქციებს და არეგულირებენ ფიზიოლოგიურ პროცესებს, უკუკავშირის მეშვეობით.


არსებობს ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი 3 ძირითადი ტიპი:

  • ჰორმონების გაძლიერებული, ჭარბი სეკრეცია - გამომწვევი შეიძლება იყოს ენდოკრინული უჯრედების ნეოპლასტიური ზრდა, აუტოიმუნური დარღვევები, ან მედიკამენტოზურად ჰორმონების ზედოზირება (მედიკამენტოზური ზედოზირება)
  • ჰორმონების ნაკლები გამოყოფა, ანუ დეფიციტი - გამომწვევი უმეტესად შესაძლოა იყოს ენდოკრინული ჯირკვლის აუტოიმუნური დესტრუქცია, ქირურგიულ ჩარევა, ინფექციური პროცესი, ანთება, ინფარქტი, ჰემორაგია ან სიმსივნური ინფილტრაცია. ასევე, მთელი რიგი ჰორმონების მუტაცია, რასაც შეუძლია ჰორმონალური დეფიციტის გამოწვევა
  • ჰორმონების  რეზისტენტობა- ასეთი სინდრომების უმეტესობა განპირობებულია მემკვიდრული დეფექტებით უჯრედის მემბრანაზე, ბირთვულ რეცეპტორებზე ან რეცეპტორული სასიგნალო გადაცემის გზებზე. ასეთი დარღვევები ხასიათდება დეფექტური ჰორმონალური მოქმედებით, მიუხედავად ჰორმონების ჭარბად არსებობისა. ფუნქციონალური რეზისტენტობის პათოგენეზი მოიცავს რეცეპტორების დაუნრეგულაციას და პოსტრეცეპტორების სასიგნალო გზების დესენსიბილიზაციას. ასეთი რეზისტენტობა ძირითადად შექცევადია.

კლინიკა დიაკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილება, უზრუნველყოფს ენდოკრინული დარღვევების სრულყოფილ და სწორ დიაგნოსტიკას, ასევე მათ ეფექტიან მართვას და მკურნალობას თანამედროვე მიდგომებით.

რა არის პრედიაბეტი?

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე ორგანიზმში არსებობს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, რომელსაც “პრედიაბეტი” ეწოდება და გამოიხატება ნორმასთან შედარებით სისხლის გლუკოზის მომატებული მაჩვენებლებით, მაგრამ არა იმ ზღვრამდე, რომ დარღვევის ამ დონეს მიეცეს შაქრიანი დიაბეტის კვალიფიკაცია. “პრედიაბეტში” იგულისხმება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა და უზმოზე გლიკემიის მომატება. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს დროთა განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და მისი გართულებების განვითარების მომატებული რისკი აქვთ. აშშ-ში 40-დან 74 წლამდე ასაკის 20,1 მილიონ ადამიანს (მოსახლეობის 21,1%-ს) აღენიშნება პრედიაბეტი. უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დაავადების ამ სტადიაზე უკვე არსებობს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული ცვლილებები, განსაკუთრებით ეს ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. პრედიაბეტი ყოველთვის არ გადადის დიაბეტში. ზოგ შემთხვევაში დაავადების უკუგანვითარებაც ხდება და ნახშირწყლოვანი ცვლა უბრუნდება ნორმალურ დონეს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში პრედიაბეტს აშკარა დიაბეტი მოჰყვება. ამიტომ პრედიაბეტის დროული დიაგნოსტიკა ძალზე მნიშვნელოვანია. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს შეიძლება პრედიაბეტი ჰქონდეს? პრედიაბეტი ხშირად მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, ანუ, ასეთ პირებს აღენიშნებათ მომატებული არტერიული წნევა, სისხლის მაღალი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები, “კარგი” ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი, აბდომინური სიმსუქნე (მუცლის არეში დაგროვილი ჭარბი ცხიმი).

როგორ შეიძლება პრედიაბეტის აშკარა დიაბეტში გადასვლის თავიდან აცილება?

პრედიაბეტის სტადიაზე დაავადების აღმოჩენა საშუალებას იძლევა უკეთესობისკენ შევცვალოთ მომავალი და თავიდან ავიცილოთ დიაბეტის ჩამოყალიბება. დამაიმედებელი სიახლეა ის, არის რომ პრედაბეტის დროს სისხლის გლუკოზის მომატებული მაჩვენებლები ცალკე აღებული ან მეტაბოლური სინდრომის სხვა კომპონენტებთან ერთად, შეიძლება დაუბრუნდეს ნორმას მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე, კერძოდ, ცხოვრების წესის ცვლილებით, რაც გულისხმობს გაზრდილ ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას, ძილის და დასვენების რეჟიმის ორგანიზებით. ცხოვრების წესის შეცვლა რეალურად იძლევა დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციის საშუალებას და ეს დადასტურებულია მსოფლიოში ჩატარებული ორი ფართომასშტაბიანი კვლევით: ფინეთში ჩატარებული დიაბეტის პრევენციის კვლევითა და აშშ-ში ჩატარებული დიაბეტის პრევენციის პროგრამით. ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ დიეტის მოდიფიცირება, რომელიც გულისხმობს დაბალი კალორიულობის მქონე პროდუქტებით კვების დაგეგმვას, ცხიმების მიღების შეზღუდვას და ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას კვირაში სულ ცოტა 150 წთ-ის ხანგრძლივობით, 4 წლის განმავლობაში 58%-ით ამცირებს პრედიაბეტიდან აშკარა დიაბეტში გადასვლის შემთხვევებს იმ პირებშიც კი, რომლებიც ზომიერად იკლებენ წონაში (წონის 5-7%-ის კლება), ხოლო > 60 წლის ასაკის პირებში ეს რისკი 71 %-ით მცირდება. ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილება არ არის საკმარისი პრედიაბეტის დროს მომატებული სისხლის გლუკოზის ნორმალიზაციისთვის, ამ დროს დამატებით გამოიყენება პრეპარატების ორი ჯგუფი. ესენია: მეთფორმინი, რომლის ეფექტიანობა ცხოვრების წესის შეცვლასთან კომბინაციაში დადასტურებულია დიაბეტის პრევენციის პროგრამით და აკარბოზა, რომლის ეფექტურობა დადასტურდა კვლევით "STOP NIDDM".

რა არის პრედიაბეტის რისკის ფაქტორები ?

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მსგავსად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პრედიაბეტი და არაფერი იცოდეს ამის შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია პრედიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორების ცოდნა და მაღალი რისკის შემთხვევაში პრედიაბეტის სკრინინგი. ტიპი 2 დიაბეტის და პრედიაბეტის რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, დიაბეტის სკრინინგი უზმოზე გლიკემიის განსაზღვრით საჭიროა ყველა ადამიანში, რომელმაც მიაღწია 40 წელს და ამის შემდეგ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. უფრო ხშირი ტესტირება ან რეგულარული სკრინინგის უფრო ადრეულ ასაკში დაწყება საჭიროა იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორები. მათ მიეკუთვნება: პირველი რიგის ნათესავები (მშობლები, და-ძმა, შვილები) შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზით; ანამნეზში პრედიაბეტი (უზმოზე გლიკემიის დარღვევა, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა) მხედველობასთან, თირკმელებთან, სისხლძარღვოვან ან ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მაღალი არტერიული წნევა ან სისხლის ქოლესტერინის მაღალი შემცველობა გულის დაავადებები ანამნეზში გესტაციური დიაბეტი (ორსულობის დროს განვითარებული დიაბეტი) პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ჭარბი წონა, განსაკუთრებით აბდომინალური სიმსუქნე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა გვახსოვდეს პრედიაბეტის შესახებ არის ის, რომ ამ მდგომარეობის დასასრული ყოველთვის არ არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. დადგენა იმისა, გაქვთ თუ არა პრედიაბეტი, და მისი შესაბამისი მართვა, მოგცემთ შანსს, შეცვალოთ მომავალი – აიცილოთ თავიდან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარება.

ბლოგი

გაეცანით სამედიცინო სფეროში არსებულ საინტერესო სიახლეებს