Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
მიაღწიეთ სასურველ წონას ჯანსაღად - კვებეთ ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად
2020-10-18 გაზიარება ავტორი: ნაზიბროლა ჩირაძე

მიაღწიეთ სასურველ წონას ჯანსაღად - კვებეთ ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად

        21-ე საუკუნე  მეტაბოლური დაავადებების: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, სიმსივნე , ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების საუკუნეა. რისი მიზეზიც უპირველეს ყოვლისა საკვები პროდუქტებით მიღებული ჭარბი კალორიებია.  დაბერების პროცესის დაჩქარებაც ასევე უკავშირდება ჭარბი კალორიების მიღებას.  წონის კლება თუ მატება დამოკიდებულია იმაზე, თუ  რა რაოდენობის საკვებს იღებს ადამიანი ინდივიდუალურად.  საკვები ორგანიზმში გარდაიქმნება ენერგიად - კილოკალორიებად.  თუ ადამიანი საკვებად  მიიღებს იმაზე მეტ კალორიას, რაც მისი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას ესაჭიროება - წონას მოიმატებს, ხოლო, თუ  ნივთიერებათა ცვლის შესაბამისს -  წონას დაიკლებს. ამასთან, აუცილებელია კალორაჟი არ შემცირდეს იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად, რადგან ეს სხვადასხვა დაავადების განვითარებას გამოიწვევს. კონკრეტული ორგანიზმის საჭირო კალორაჟის გამოთვლა ზეპირად შეუძლებელია, რადგან, ის მკაცრად ინდივიდუალურია და  დამოკიდებულია სხვადასხვა დაავადებასა თუ ორგანიზმის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.

         ადამიანის ინდივიდუალური მოთხოვნის  შესაბამისად კალორაჟის დადგენის ოქროს სტანდარტია არაპირდაპირი კალორიმეტრია.  ეს არის მეთოდი, რომელიც ითვლის კონკრეტული ორგანიზმის მეტაბოლიზმის სიჩქარეს და კალორიების რაოდენობას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად და საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს, თუ რა რაოდენობის კალორიების მიღებაა საჭირო წონის ეფექტურად დასაკლებად, ისე რომ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებას ზიანი არ მივაყენოთ.

        კლინიკა „დიაკორი“  ერთადერთია საქართველოში, სადაც ტარდება აღნიშნული გამოკვლევა 2009 წლიდან. ტესტი არაინვაზიურია და უმტკივნეულო. გამოკვლევის საფუძველზე პროფესიონალი ნუტრიციოლოგები დაგეხმარებათ იკვებოთ ორგანიზმის ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად.