Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
შაქრიანი დიაბეტის ფორმები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში
2020-12-09 გაზიარება ავტორი: სალომე გუგუჩია

შაქრიანი დიაბეტის ფორმები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში


შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 არის დაავადება, როდესაც ორგანიზმში ინსულინი საერთოდ არ გამომუშავდება ან წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით, ამიტომ ამ ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინსულინის ინიექციებს და, შესაბამისად, დიაბეტის ამ ტიპს ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ეწოდება. ვინაიდან ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი უმეტესად ვლინდება ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში, მას იუვენილურ დიაბეტსაც უწოდებენ. თუმცა, ტიპი1 დიაბეტი, შესაძლოა, ზრდასრულ ადამიანსაც გამოუვლინდეს.


ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებია:

  • გაძლიერებული წყურვილი;
  • პირის სიმშრალე;
  • ხშირი შარდვა;
  • საერთო სისუსტე; ენერგიის მკვეთრი დაქვეითება; დაღლილობა;
  • გაღიზიანებადობა;
  • წონის კლება; კუნთის მასის კარგვა;
  • მომატებული შიმშილის გრძნობა;
  • კანის სიმშრალე;
  • მხედველობის დაბინდვა/დაქვეითება;
  • კანისა და ლორწოვანის ინფექციები


ამ სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ ლაბორატორიულ კვლევებს.


რა მონაცემების საფუძველზე ისმება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი?


ჩატარებული კვლევების შემდეგ ექიმი ადგენს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს, თუკი:

  • პლაზმაში გლუკოზის დონე შემთხვევითი გაზომვით ≥11.1 მმოლი / ლ და ამავე დროს პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტის აშკარად გამოხატული სიმპტომები;
  • პლაზმის გლუკოზა უზმოზე >7.0 მმოლი / ლ;
  • გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ტესტის (OGTT) მონაცემებით პლაზმის გლუკოზის მაჩვენებელი დატვირთიდან 2 სთ-ში ≥11,1 მმოლი / ლ.


როგორია პლაზმის გლუკოზის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები უზმოზე?

  • უზმოზე გლუკოზის მაჩვენებელი <5,6 მმოლი / ლ ითვლება გლუკოზის ნორმალურ დონედ;
  • უზმოზე გლუკოზის მაჩვენებელი 5.6-6.9 მმოლი / ლ დიაპაზონში ნიშნავს, რომ უზმოზე გლიკემიის მაჩვენებელი გაუარესებულია (პრედიაბეტი)
  • უზმოზე გლუკოზის მაჩვენებელი > 7.0 მმოლი / ლ მიგვითითებს შაქრიანი დიაბეტის სავარაუდო დიაგნოზზე, რომელიც უნდა დადასტურდეს ზემოთ აღწერილი კრიტერიუმების შესაბამისად.


როგორ უნდა განვსაზღვროთ, თუ რომელი ტიპის დიაბეტი აქვს პაციენტს?

დიაბეტის ტიპირებას საზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერების შემდეგ.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვობის ასაკში შემთხვევათა 95-97 %-ში ვითარდება ინსულინდამოკიდებული, ანუ ტიპი1 შაქრიანი დიაბეტი. ამ ასაკში განვითარებული დიაბეტის სხვა ფორმების შესახებ ასევე ვისაუბრებთ სხვა ბლოგში.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი1 - ის მქონე ბავშვებს სახელმწიფო პროგრამა „დიაბეტის მართვა“ ფარგლებში ამარაგებს ინსულინით, გლუკოზის საზომი აპარატითა და ტესტ-ჩხირებით, შარდში კეტონების განსაზღვრის ჩხირებით, ასევე ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატი - გლუკაგონით, საჭირო ანალიზებისა კონსულტაციების აუცილებელი პაკეტით.


კლინიკა „დიაკორი“ 2011 წლიდან არის პროგრამის „დიაბეტის მართვა“ მიმწოდებელი შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული >18 წ ასაკის მქონე პაციენტებისთვის, ხოლო 2019 წლიდან კლინიკა გახდა ამ პროგრამის მიმწოდებელი <18 წ ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვისაც .

ამ პროგრამით გათვალისწინებული ბავშვთა ასაკის კომპონენტს. ხელმძღვანელობს ჩვენი კლინიკის გუნდის წევრი, სალომე გუგუჩია, ბავშვთა ენდოკრინოლოგი.