Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ალერგოლოგია

ალერგოლოგია

კლინიკა დიაკორში ფუნქციონირებს ალერგოლოგიური კაბინეტი (ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი ლიზა ფეიქრიშვილი). თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩაიტაროთ:

  •  ალერგოლოგის კონსულტაცია >1 მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში
  • პერიოპერაციული რისკის შეფასება ალერგოლოგიური კუთხით
  • მედიკამენტოზური სინჯები: კანის პრიკ ტესტირება და კანშიდა ტესტირება
  • სასუნთქი სისტემის ფუნქციური კვლევები >4 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში: კომპიუტერული სპირომეტრია ნაკად-მოცულობითი ტესტით Carefusion MicroLab-ით, პლეტიზმოგრაფია და ფილტვის დიფუზური მოცულობის შეფასება MGC Diagnostics-ით
  •  ნებულაიზეროთერაპია
  • ინფუზურითერაპია
  • ფუნქციონირებს დღის სტაციონარი

ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა ხორციელდება უახლესი აპარატურით და თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინების და სტანდარტების შესაბამისად.

  • ბრონქული ასთმა
  • ალერგიული რინიტი
  • ატოპიური დერმატიტი
  • ურტიკარია/ჭინჭრის ციება მწვავე და ქრონიკული
  • ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება
  • ალერგია მწერის ნაკბენზე
  • წამლისმიერი ალერგია
  • კვებითი ალერგია და სხვ.

ბრონქული ასთმა

დაავადების გავრცელება მერყეობს 1-18%-მდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;

ბრონქული ასთმა არის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით და კლინიკურად ვლინდება მსტვინავი ხიხინით, ჰაერის უკმარისობის და/ან გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნებით, ჰაერის გამტარებლობის ცვალებადი შეზღუდვით. სიმპტომები ძლიერდება ღამით ან დილით ადრე; უარესდება ინფექციით, შეუჩვეველი ფიზიკური დატვირთვით, ამინდით, სეზონის ცვლილებით, სიცილით, გამონაბოლქვით, ძლიერი სუნით.

ხდება ასთმის დიაგნოსტირება, მკურნალობის შერჩევა პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების და ფონური დაავადებების გათვალისწინებით, შემდეგ მიღებული შედეგის შეფასება მკურნალობის კორექტირების და დაავადებაზე კონტროლის მიღწევის მიზნით.


ალერგიული რინიტი

ზოგადად რინიტის კლასიფიკაციის მიხედვით ტერმინი „რინიტის“ქვეშ დაავადებების დიდი ჯგუფია გაერთანებული, ამიტომ ეფექტიანი მკურნალობის ჩასატარებლად საჭიროა სწორი დიაგნოსტირება.


ალერგიული რინიტი არის IgE ‐ გაშუალებული ანთება, ცხვირის-თვალების ტერიტორიაზე. სეზონურად ან / და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე; დაავადების ძირითადი გამომწვევია აეროალერგენები.


ალერგიული რინიტის სიმპტომებია: ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამჭვირვალე ჩამონადენი, ცემინება და ცხვირის, სასის, ყურის და თვალების ქავილი, სიმპტომების არსებობა ცხვირის ორივე მხარეს სიმეტრიულად.

ატოპიური დერმატიტი/ეგზემა

დაავადების გავრცელების მსოფლიო სტატისტიკა ასეთია: ატოპიური დერმატიტი/ეგზემა გავრცელებულია ბავშვთა 15–25%, ხოლო მოზრდილების 2–7%.

ატოპიურ დერმატიტს ახასათებს: მორეციდივე ქავილი, კანის სიმშრალე, მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული ეგზემატოზური კანის დაზიანებები: პაპულური გამონაყარი, მოქავებული უბნები, მიმხმარი სეროზული გამონადენი. ხშირად დაავადება იწყება <4 წლამდე ასაკში.

მოზრდილებში დაავადების გამოვლენას წინ უსწრებს სხვა ატოპიური ანამნეზი: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, თივისმიერი ცხელება და სხვ.

მცირე ასაკის ბავშვებში გამონაყარი ვლინდება ლოყებსა და გამშლელ ზედაპირებზე (იდაყვები და მუხლები); მოზრდილ ბავშვებში და მოზდილებში კი პირის ირგვლივ არეზე, მაჯებზე, მუხლებზე, თავზე, კისერზე, მტევნებზე, ტერფებზე, დვრილებზე. გამწვავებები და რემისია ცვლის ერათმანეთს.


ეგზემის გამწვავებაზე პასუხისმგებელი საკვები პროდუქტებია: კვერცხი, ძროხის რძე, არაქისი, სოიო, ხორბალი, ხის კაკალი, თევზი.


ურტიკარია/ჭინჭრის ციება მწვავე და ქრონიკული


ურტიკარია გავრცელებული დაავადებაა: დიაგნოსტირდება მოსახლეობის 20-25%-ში; მწვავე ურტიკარია ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში და ხშირად ასოცირდება ატოპიასთან. ბიჭები და გოგონები ავადდებიან ერთნაირი სიხშირით; მწვავე ურტიკარია ასევე თანაბრად იჩენს თავს მამაკაცებსა და ქალებში; თუმცა, ქრონიკული ჭინჭრის ციება, რომელიც დიაგნოსტირდება თუ დაავადების ხანგრძლივობა აჭარბებს 6 კვირას, უფრო ხშირია ქალებში.


ურტიკარიის მიზეზი შეიძლება იყოს: საკვები (თხილი/ნიგოზი, ზღვის პროდუქტი, კვერცხი და ა.შ.); ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (რინოვირუსი, როტავირუსი, B ჰეპატიტი, მონონუკლეოზი, ჰერპეს ინფექცია, მიკოპლაზმური ინფექცია და A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექცია); პარაზიტული ინფექციები; მედიკამენტები და ვაქცინაცია; მწერის ნაკბენი; ლატექსი.


ურტიკარია ხასიათდება კანიდან ამობურცული, სხვადასხვა ფორმის და ზომის არასიმეტრიული ვარდისფერ-წითელი გამონაყრით და არის ინტენსიურად ქავანა; ქრება 24 საათის განმავლობაში და არ ტოვებს კანზე კვალს.


ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება


შეიძლება განვითარდეს თვალის, ენის, სახის, კიდურების, გენიტალიების, ხორხის მიდამოში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საშიშია. კვინკეს შეშუპება ხშირად თან ახლავს ურტიკარიას/ჭინჭრის ციებას, თუმცა, ზოგჯერ დამოუკიდებლადაც არსებობს. ქავილის არსებობა ადასტურებს დაავადების ალერგიულ წარმოშობას. ქავილის არ არსებობის შემთხვევაში კომპლემენტის სისტემის (C1 ესთერაზას ინჰიბიტორის დეფიციტი) დარღვევით მიმდინარე დაავადებები უნდა გამოირიცხოს.

ალერგია მწერის ნაკბენზე


მწერის ნაკბენზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციის სახით, ასევე სისტემური რეაქციით, რომელიც მოიცავს მხოლოდ კანს (ურტიკარია და/ან ანგიონევროზული შეშუპება) ან კანთან ერთად სხვა სისტემებს (გულ-სისხლძარღვთა, გასტროინტესტინური, რესპირაციული და სხვ.).

სისტემური რეაქციის შემთხვევაში უნდა შეფასდეს ალერგიული რეაქციის გავითარების რისკი და მასშტაბები განმეორებითი მწერის კბენის შეთხვევაში და თავიდან იქნას აცილებული სერიოზული გართულებები.


წამლის ალერგია

რეაქციები მედიკამენტებზე შეიძლება დაიწყოს ორ მთავარ კატეგორიად : პროგნოზირებადი წამლის რეაქციები და არაპროგნოზირებადი წამლის რეაქციები; ასევე როგორც დაუყოვნებელი (1 საათის განმავლობაში წამლის მიღებიდან) და მოგვიანებითი.

წამლის ალერგიას გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს მრავალფეროვანი: გამონაყარი, ქავილი, ცხელება, სახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, ანაფილაქსია სიცოცხლისთვის საშიში წამლის რეაქცია (მულტიფორმული ერითემის, სტივენს – ჯონსონის სინდრომის, ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზის და სხვ.).

უნდა გვახსოვდეს, რომ კანის სინჯი ინფორმატულია მხოლოდ გარკვეული ალერგიული დაავადებების დროს (ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსია) და არ არის ინფორმატიული ზოგიერთი საშიში წამლით გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტირებისთვის (სტივენ-ჯონსონის სინდრომი ან ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზის).

დადასტურებული წამლის ალერგიის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ალტერნატიული მედიკამენტი ან ჩატარდეს წამლის დესენსიბილიზაცია - პროცედურა, რომელიც იწვევს დროებით უგრძნობ მდგომარეობას (ტოლერანტობას); დესენსიბილიზაციის პროცედურის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია აღნიშნული მედიკამენტის მიღება. ყველა მედიკამენტს აქვს დესენსიბილიზაციის საკუთარი სქემა. აღნიშნული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ ურტიკარიის, კვინკეს შეშუპების ან ანაფილაქსიის დროს.

კვებითი ალერგია

წარმოადგენს არანორმალურ იმუნოლოგიურ რეაქციას საკვებზე - გავრცელებულია < 3 წლამდე ასაკის ბავშვთა 6-8%-ში; შემთხვევების 70% -ს აქვს ატოპიის ოჯახური ისტორია; ასაკის მატებასთან ერთად, ალერგია კლებულობს. ზოგიერთი საკვების მიმართ ორგანიზმი იმუშავებს ე.წ. ტოლერანტობას (მაგ. ძროხის რძე, ქათმის კვერცხი), ხოლო ზოგიერთი პროდუქტის მიმართ ალერგია რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში (თევზი, მოლუსკები).
კვებითი ალერგიის გამოვლინება მრავალფეროვანია: დიარეა და ღებინება, ყლაპვის გაძნელება, მუცლის ტკივილი, ეგზემა, ურტიკარია, ერითემატოზული გამონაყარი, განსაკუთრებით პირის ირგვლივი, ბრონქული ასთმის სიმპტომები, საკვებით გამოწვეული ანაფილაქსია.

ბლოგი

გაეცანით სამედიცინო სფეროში არსებულ საინტერესო სიახლეებს