რა არის ულტრასონოგრაფია
ულტრასონოგრაფია არის თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი. მისი ფართოდ დანერგვა დაკავშირებულია ამ კვლევის არაინვაზიურობასთან და ხელმისაწვდომობასთან მატერიალური თვალსაზრისით . ულტრაბგერითი კვლევის ხარისხი და სანდოობა დამოკიდებულია როგორც სპეციალისტის გამოცდილებასა და ცოდნაზე, ასევე აპარატურის ხარისხზე. კლინიკა დიაკორში ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი აღჭურვილი საუკეთესო მაღალი დონის აპარატით General Electric Logic –G 8 რომელსაც ააქვს ოთხი გადამწოდი და კვლებევის ფართო სპექტრის ჩატარების შესაძლებლობა.
ჩვენ კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:
- ფარისებრი ჯირკვლის
- რბილი ქსოვილების
- ლიმფური კვანძების
- სანერწყვე ჯირკვლების
- სარძევე ჯირკვლის
- პლევრის ღრუს
- საჭმლის მომნელებელი და ბილიარული სისტემის
- საშარდე სისტემის (თირკმელები, შარდის ბუშტი)
- თირკმელზედა ჯირკვლის
- პროსტატის (ტრანსაბდომინალური, ტრანსრექტალური)
- სათესლე ჯირკვლების
- გინეკოლოგიური ორგანოების (ტრანსაბდომინალური, ტრანსვაგინალური)
- სახსრების.(ყველა სახსრის)
- ტარდება დამიზნებითი ბიოფსია ფარისებურ ჯირკვალზე, ძუძუზე, რბილ ქსოვილებზე, ლიმფურ კვანძებზე.
- ჩვენს კლინიკაში მუშაობს მერიის სკრინინგის პროგრამა ფარისებრ ჯირკვლზე ( 25-დან 70 წლამდე ქალბატონებში)
კვლევებს ატარებენ ექიმები:
ანა მეტრეველი - რადილოგი და ეკა გიუაშვილი- მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი, თერაპევტი
მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, შინაგან მედიცინაში, ენდოკრინოლოგიაში, მამოლოგიაში, უროლოგიაში და გინეკოლოგიაში.