ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი - ფილტვის იშვიათი, პროგრესირებადი, შეუქცევადი დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობა.
არასპეციფიური სიმპტომატიკის გამო ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოსტიკა რთულია.
ფიფ პაციენტების ნახევარი დიაგნოსტირებული არ არის, ნახევარს კი არასწორად აქვს დასმული დიაგნოზი.
2011 წლამდე ფიფ-ის ნებადართული თერაპია არ არსებობდა. დღესდღეობით ფიფ-ის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტიფიბროზული მედიკამენტები, რომელიც დაავადების პროგრესირებას 43%-ით, ხოლო სიკვდილობას 49%-ით ამცირებს.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი რისკის ფაქტორები:
- სიგარეტის კვამლის ზემოქმედება(Baumgartner,1997,Tlaherty,2004)
- გარემოს და პროფესიული მტვერი(Hubbard,,2001,Taskar,2006)
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი(პერმანენტული მიკროასპირაცია)(Raghu2006)
- ვირუსული ინფექცია(Kelly,2002,Tang,2003)
- გენეტიკური ფაქტორები
საქართველოში 2016 წლიდან შეიქმნა ფიფ-ის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფი,რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები, ექიმები,ფიფ -პაც-თა კავშირი, იშვიათი დაავადებების ფონდი,საქართველოს რესპირაციული ასოციაცია.
მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შემუშავებულ იქნა დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ალგორითმები საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად
- 2017 წლის მარტიდან ამოქმედდა თანადაფინანსების პროგრამა,რაც სახელმწიფოს მიერ მკურნალობის 80%-იან დაფინანსებას გულისხმობდა.
- 2019 წლის ივნისიდან სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება მკურნალობა ერთ-ერთი ანტიფიბროზული მედიკამენტით-პირფენიდონი(ესბრიეტი)
რა შევძელით?
- 2015 წლიდან დღემდე დიაგნოსტირებულია 52 პაციენტი (მათგან 7 პაც-ს 2013 წლიდან დაესვა ფიფ-ის დიაგნოზი)
- ლეტალური გამოსავალი -7 პაც-ი (IPF-თან ასოცირებული 5)
- მედიკამენტი ვერ აიტანა-4 პაც-მა
- შეწყვიტა მკურნლობა -2 პაც-მა
ანტიფიბროზულ მკურნალობა ამ ეტაპზე უტარდება 32 პაც-ს
მათ შორის -2017 წლის მარტიდან მკურნალობს 16 პაც-ი
შემცირდა გამწვავებების სიხშირე !
მეტი უნდა გაკეთდეს !
- დაავადების მართვის ეროვნული რეკომენდაციების შემუშავება და დამტკიცება;
- ექიმთა განათლება;
- პაციენტთა განათლება;
- ყველა ანტიფიბროზულ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- პულმონური რეაბილიტაცია
- LTOT –(ხანგრძლივი ოქსიგენოთერაპიის უზრუნველყოფა ბინაზე)
- კომორბიდული მდგომარეობების ეფექტიანი მართვა
- ტრანსპლანტაცია
და ბოლოს ,მინდა პაციენტებს მივმართო,ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის პროგნოზი,რაც გულისხმობს დიაგნოსტირებიდან მკურნალობის გარეშე 2-5 წლიან სიცოცხლის ხანგრძლივობას,მათ არ ეხებათ,ისინი უკვე მკურნალობენ,ისინი მარტო არ არიან ამ დაავადებასთან ბრძოლაში,მათ გვერდით არიან მათი ოჯახის წევრები,სახელმწიფო,ექიმები,საზოგადოება,რაც მათ აძლევს საშუალებას“ ამოისუნთქონ იმედით“. - ელენე შეროზია, პულმონოლოგი,ინტერნისტი(შინაგანი მედიცინის სპეციალისტი),ფთიზიატრი.