კლინიკა დიაკორში - დიაბეტის,ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი, დღიდან დაარსებისა,ფუნქციონირებს პულმონოლოგიური (ფილტვის დაავადებათა ) დეპარტამენტი,(ხელმძღვანელი ელენე შეროზია-პულმონოლოგი,ინტერნისტი(შინაგანი მედიცინის სპეციალისტი,ფთიზიატრი) სადაც შესაძლებელია ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების
საერთაშორისო სტანდარტებით მართვა , გართულებებთან და თანმხლებ დაავადებებთან ერთად.
კლინიკას შეგიძლიათ მომართოთ სასუნთქი სისტემის შემდეგი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ:
პნევმონია -ვირუსული,ბაქტერიული
სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები:
- ბრონქული ასთმა
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
- ფილტვის ემფიზემა
- ბრონქოექტაზიური დაავადება (მათ შორის NTM-არატუბერკულოზურ მოკობაქტერიასთან ასოცირებული )
- ცისტური ფიბროზი
ფილტვების პარენქიმის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები: - ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი(ტარდება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოსტიკა ,მონიტორინგი , -მკურნალობა სრულად უზრუნველყოფილია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტიფიბროზული მედიკამენტით)
- ფილტვების მაფიბროზებებლი ინტერსტიციული დაავადებები(მათ შორის შემაერთებელქსოვილოვან(სისტემურ) პათოლოგიებთან ასოცირებული)
- მედიკამენტებთან და გარემო-ფაქტორებთან ასოცირებული პნევმონიტები (მათ შორის ქიმიო და რადიოთერაპიასთან ასოცირებული)
სარკოიდოზი და სხვა გრანულომატოზური დაავადებები
POST COVID ფილტვის მონიტორინგი
ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა
სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მონიტორინგისთვის ერთ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით
შემდეგი გამოკვლევები:
- გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია
- გულმკერდის მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია
სრული ფუნქციური გამოკვლევები: - სპირომეტრია
- ბოდიპლეტიზმოგრაფია/ფილტვის მოცულობები
- ფილტვის დიფუზური მოცულობის განსაზღვრა კარბონმონოქსიდთან(DLco)
- კარდიო-პულმონარული დატვირთვის ტესტი (CPET)
ლაბორატორიული ტესტები(როგორც რუტინული,ისე დაავადება-სპეციფიკური)
ფიბრობრონქოსკოპია (დიაგნოსტიკური და სამკურნალო)
ემფიზემის ენდობრონქული მოცულობის შემცირება