Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
პლეტიზმოგრაფია
2021-04-12 გაზიარება ავტორი: ელენე შეროზია

პლეტიზმოგრაფია

Body plethysmography -პლეტიზმოგრაფია ასახავს ფილტვის უამრავ ფუნქციურ და სტრუქტურულ ასპექტებს, რასაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.


როგორც ცნობილია, სპირომეტრია ითვლება ფილტვის ფუნქციის შეფასების ოქროს სტანდარტად, თუმცა, იგი ვერ აფასებს ფილტვის ნარჩენ მოცულობას (RV) და მთლიანი ფილტვის მოცულობას (TLC) და სხვ.

პლეტიზმოგრაფია კი საშუალებას იძლევა, დადგინდეს გაცილებით მეტი მახასიათებელი: გარდა ზემოთაღნიშნულისა, სასუნთქი გზების რეზისტენტობა და გაზების ინტრათორაკალური მოცულობა (ITGV).

მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრების შეფასება შესაძლებელია სუნთქვის დროს და არა ფორსირებული მანევრების შესრულების გზით.
პლეტიზმოგრაფია და სპირომეტრია ერთმანეთს ავსებს და იძლევა ფილტვის ფუნქციის სრულყოფილად შეფასების საშუალებას.


პლეტიზმოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სასუნთქი გზების ობსტრუქციის, რესტრიქციის, ჰიპერინფლაციის განსაზღვრა და დიფერენცირება მინიმალური დარღვევების შემთხვევაშიც, რასაც ვერცერთი სხვა კვლევა ვერ შეაფასებს.


პლეტიზმოგრაფიის პარამეტრების (ნარჩენი მოცულობა- RV, მთლიანი ფილტვის მოცულობა- TLC, ამოსუნთქვის სარეზერვო მოცულობა -ERV, ფუნქციონალური ნარჩენი მოცულობა -FRV, სასიცოცხლო ტევადობა - VC, სასუნთქი გზების რეზისტენტობა -Raw) ინტერპრეტაციით შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკა და დიფერენცირება ბრონქულ ასთმას, ფქოდ-ს, ინერსტიციულ ფიბროზს და სხვა დაავადებებს შორის.

წინააღმდეგჩვევენებებია:

  • მენტალური პრობლემები
  • სასუნთქი კუნთების სისუსტე
  • კლაუსტროფობია
  • განსაკუთრებით დიდი წონა
  • ინვალიდის ეტლის ან უწყვეტი ინტრავენული ინფუზიის საჭიროება
  • ტრანს-ტრაქეალური კათეტერი
  • გახვრეტილი დაფის აპკი
  • უწყვეტი ოქსიგენოთერაპიის საჭიროება
  • საინტუბაციო მილის/ გულმკერდშიგა მილის არსებობა