Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ქრონიკული ხველა მოზრდილებში
2023-06-19 გაზიარება ავტორი: ციცი დარსალია

ქრონიკული ხველა მოზრდილებში

ხველა ადამიანის ჰაერგამტარი გზების და ფილტვების ბუნებრივი, დამცველობითი რეაქციაა. ხანგამოშვებითი ხველა ხელს უწყობს სასუნთქი გზების გათავისუფლებას მავნე ნაწილაკებისა და სეკრეტისგან, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასუნთქ სისტემაში ინფექციური პროცესის განვითარების პრევენციას. თუმცა ხველა ზოგჯერ შეიძლება იქცეს ქრონიკულ მდგომარეობად. ხველა არის ქრონიკული, როცა მისი ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას ან მეტს.
მოზრდილებში ქრონიკული ხველის მიზეზებია:

  • ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექცია
  • ცხვირიდან ხახაში ლორწოს ჩადინება (პოსტნაზალური წვეთის სინდრომი)
  • კუჭის მჟავე შიგთავსის მოხვედრა საყლაპავში (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი)
  • ასთმა
  • ბრონქიტი უპირატესად ალერგიული კომპონენტით
  • მწეველობასთან ასოცირებული ხველა
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან, მავნე ნივთიერებების შესუნთქვასთან, გარემოს დაბინძურებასთან, გენეტიკურ ფაქტორებთან
  • მედიკამენტები ( მაგ. წნევის მარეგულირებელი საშუალებები)
  • ფილტვის სიმსივნე
  • ბრონქოექტაზიური დაავადება
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადება და სხვა
    ხველა ხშირად არ არის რაიმე სერიოზული პრობლემის მანიშნებელი, მაგრამ ის შეიძლება იყოს მომაბეზრებელი, უხერხული, შეიძლება დაგღალოთ ფიზიკურად, ხელი შეგიშალოთ ძილში, გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ხმის ჩახლეჩა, შარდის შეუკავებლობა (განსაკუთრებით ქალბატონებში).
    ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა ხდება პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?