Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი

სალომე გუგუჩია

ბავშვთა ენდოკრინოლოგი

პედიატრი - ენდოკრინოლოგი სალომე გუგუჩია კლინიკა „დიაკორის" ენდოკრინოლოგთა გუნდს შემოუერთდა 2019 წელს.

სალომე გუგუჩიას სრული უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ქალაქ მოსკოვში. მან პედიატრიის ფაკულტეტი დაამთავრა 2010 წელს,  2010-2011 წწ. სწავლა განაგრძო ინტერნატურაში  პედიატრიის განხრით,  2011-2012 წწ. სწავლობდა ორდინატურაში ბავშვთა ენოდოკრინოლოგიის მიმართულებით.

2012 წლის ოქტომბრის თვიდან ეწევა აქტიურ პედიატრიულ საექიმო პრაქტიკას, რომელიც დაიწყო „მოროზოვის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში" ქ. მოსკოვში, ხოლო  2013 წლის ივლისის თვიდან მუშაობა განაგრძო იგივე საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში ბავშვთა ენდოკრინოლოგის თანამდებობაზე, სადაც პედიატრ-ენდოკრინოლოგად იმუშავა 5 წლის განმავლობაში. 2019 წლის იანვრის თვიდან, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მუშაობს კლინიკა „დიაკორში". 

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სალომე გუგუჩიას აქვს დიაბეტის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან (სხვადასხვა კომპანიების, როგორებიცაა მედტრონიკის, როშესა და ომნიპოდის  ინსულინის ტუმბოები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორირების სისტემები) მუშაობის უკვე 10 წლიანი გამოცდილება.

სალომე გუგუჩია არის საქართველოს, ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა სამედიცინო ენდოკრინოლოგიური ასოციაციების აქტიური წევრი, როგორებიცაა   ამერიკის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, რუსეთის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია და ა.შ.  იგი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სემინარებში; როგორებიცაა: კომპანია „მედტრონიკის" და „აკუ-ჩეკის" მიერ ორგანიზებული სემინარები  „ინსულინის პომპთერაპია და გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი ‘’- მოსკოვი, 2013 წ.;  VIII და IX საერთაშორისო კონფერენციები „მაღალტექნოლოგიური საშუალებები და დიაბეტის მკურნალობა’’- პარიზი-2014წ.,  მილანი-2016 წ.; მესამე საერთაშორისო კონფერენცია „მეიოს კლინიკის გამოცდილების მსოფლიო სტანდარტები ‘’- ყაზანი-2017 წ.;  სიმპოზიუმი „დიაბეტის მართვის ტექნოლოგიები’’-ლუბლიანა-2018 წ.; EASD საგანმანათლებლო კურსი დიაბეტოლოგიაში -თბილისი, 2018წ. 

ასევე მუშაობს კლინიკური კვლევების მიმართულებით და როგორც კლინიკური მკვლევარი მონაწილება აქვს მიღებული კონკრეტულად ინსულინის პომპთერაპიის თემატიკის სამ კლინიკურ კვლევაში. 

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?