Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ლაბორატორია

ლაბორატორია

ძირითადი აღწერილობა

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის  ლაბორატორია, არის თანამედროვე დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლოიში წამყვანი, ბოლო თაობის ანალიზატორებით. გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, პროფესიონალი კადრები უზრუნველყოფს შედეგების მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს. ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას.

ლაბორატორიას გთავაზობთ  სხვადასხვა სახის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: 

  • ჰემატოლოგია; 
  • კოაგულოლოგია;
  • ბიოქიმია;
  • კლინიკური იმუნოლოგია - სეროლოგია;
  • ალერგოლოგია;
  • ჰორმონული გამოკვლევები;
  • შარდის გამოკვლევა;

კლინიკა დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის   ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. მათ შორისაა:  Roche, Abbott,   Biolabo, Human diagnostic და სხვა.  მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული  აღჭურვილობა და რეაგენტები - არის შედეგების სიზუსტის გარანტი. 

ხარისხის კონტროლი ლაბორატორიული

კლინიკური კვლევების ხარისხის კონტროლი ეს არის იმ ღონისძიებათა სისტემების რეგულარული განხორციელება, რომელიც თავიდან აგვაცილებს და გამოავლენს ლაბორატორიული კვლევების პროცესში დაშვებულ შეცდომებს.  ხარისხის კონტროლის სისტემა დაფუძნებულია ლაბორატორიული კვლევების, შიდალაბორატორიული ხარისხის კონტროლის შედეგების ანალიზსა და ხარისხის შიდა შეფასებაზე. ლაბორატორიის მიზანია ხარისხის მართვის სისტემის საშუალებით საიმედო ინსტრუმენტების შექმნა, რათა მინიმუმამდე დავიდეს შეცდომების რისკი.  ხარისხის ქვეშ იგულისხმება დაგეგმილი და სისტემატურად ჩატარებული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ტარდება იმის დასადასტურებლად, რომ დიაგნოსტიკური ინფორმაცია შეესაბამება გარკვეული მოთხოვნილების ხარისხს. ლაბორატორია აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას.

ხარისხის გარე კონტროლი

ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების მაღალი ხარისხის დამადასტურებელია ჩვენი რეგულარული მონაწილეობა (წელიწადში 2-ჯერ), გარე ხარისხის კონტროლის პროცესში DAkkS (Deutche Akkreditierungsstelle  D-EP-15117-01-10 (Referenzinstitut für Bioanalytik), რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით.

ხარისხის შიდა კონტროლი

ხორციელდება სტანდარტული საკონტროლო მასალით ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით. ევროპული ლაბორატორიების გამოცდილების გათვალისწინებით. საკონტროლო მასალა უზრუნველყოფს ლაბორატორიული აპარატის სიზუსტეს. სიზუსტე – შედეგების სიახლოვე გამოსაკვლევი სიდიდეების ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან. თანხვედრაზე კი მოწმდება ყველა პაციენტის სინჯი, რომლის მაჩვენებელიც პათოლოგიურია. თანხვედრა   ერთსა და იმავე სინჯში დამოუკიდებელი გაზომვების შედეგად მიღებული მაჩვენებლების თანხვედრა, წინასწარ დადგენილ პირობებში. ლაბორატორია მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში ლაბორატორიაში ფუნქციონირებს ექიმ-ლაბორანტთა კვალიფიკაციის ამაღების კურსი.

ლაბორატორიის უპირატესობები

  • მუშაობის დიდი გამოცდილება სამედიცინო დიაგნოსტიკაში;
  • ინდივიდუალური მიდგომა ყოველ პაციენტთან;
  • ყველა /ძირითადი მოთხოვნადი/ ანალიზების შესრულება 1 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ანალიზის CITO /სწრაფი/ რეჟიმში შესრულება;
  • ლაბორატორიის სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია
  • ლაბორატორიული პროცესების ავტომატიზაცია

ბიომასალის ასაღებად ლაბორატორიაში გამოიყენება ვაკუუმური ტესტ-სისტემები Vacuette Vacuette (Greiner Bio-One, ავსტრია), Vacutest Kima (იტალია).  ვაკუუმური სისტემების გამოყენება წარმოადგენს სისხლის აღებისა და შენახვისათვის სტანდარტული პირობების შექმნის აუცილებელ პირობას. ლაბორატორია გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს, ყველა პაციენტის ოპერატიულ დახმარებას და სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს!

ლაბორატორიული აღჭურვილობა

ჰემატოლოგიური ავტომატური ანალიზატორი “HUMACOUNT“ - გერმანიa ერითროციტების დალექვის სიჩქარის  (ედს) განმსაზღვრელი აპარატი -HUMASED- გერმანია; ბიოქიმიური ავტომატური ანალიზატორი COBAS C111 (ROCHE) - ავსტრია (თხევადი ქიმია); ბიოქიმიური ნახევრადავტომატური ანალიზატორი KenzaMax(BIOLABO)-საფრანგეთი(თხევადი ქიმია); კოაგულომეტრი-ნახევრადავტომატური ანალიზატორი BIOSOLEA -საფრანგეთი; სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ავტომატური ანალიზატორი - i-STATE-ა.შ.შ (Abbott); შარდის ავტომატური ანალიზატორი Combylazer 13 - გერმანია; იმუნოფერმენტული ანალიზის წამკითხველი (PLATE READER-das;) - იტალია;