ფერიტინი და COVID-19
ფერიტინი და COVID-19
ფერიტინი - ეს არის ცილა, რომელიც ასრულებს რკინის დეპოს როლს და სინთეზდება ორგანიზმის მრავალ უჯრედში. უპირატესად ის არის ღვიძლში, ელენთაში, კუნთებში, ძვლის ტვინში და მხოლოდ მცირე ნაწილი არის სისხლში.
ფერიტინი არის იმუნური დისრეგულაციის მთავარი მედიატორი, ჰიპერფერიტინემიას აქვს იმუნოსუპრესიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელს უწყობს ციტოკინური შტორმის განვითარებას COVID-19 პაციენტებში.
შრატში ფერიტინის დონე შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ანთების და სხვადასხვა დაავადებების საპასუხოდ. არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომელთა არსებობა ან სიმძიმე ცნობილია, რომ უკავშირდება შრატში ფერიტინის დონის მატებას, ეს დაავადებებია: ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი (ALS), ათეროსკლეროზი (AS), სისტემური წითელი მგლურა (SLE). ვინაიდან შრატის ფერიტინის დონე კორელაციაშია სისტემური დაავადებების და ფილტვის ანთების ხარისხთან, ამიტომ ჰიპერფერიტინემია ასოცირდება დაავადების სიმძიმეთან COVID-19 პაციენტებში. ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებმა, როგორიცაა ინტერლეიკინი-IL-lβ, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-TNF-α და IL-6-მა შეიძლება გაზარდოს ფერიტინის სინთეზი.
ამრიგად, დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია ციტოკინის შტორმის სინდრომზე. დიაბეტით დაავადებულ ბევრ ადამიანს აღენიშნება შრატში ფერიტინის დონის მატება და ცნობილია, რომ ისინი უფრო მაღალი ალბათობით განიცდიან სერიოზულ გართულებებს COVID-19–ისგან. COVID-19 პაციენტებში მომატებულია ზოგიერთი ანთებითი მარკერის დონე: როგორიცაა პროკალციტონინი, C რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე და შრატში ამილოიდი.
ამ წლის დასაწყისში IFCC–მ (The International Federation of Clinical Chemistry) გამოყო ფერიტინი, როგორც COVID-19 პაციენტების ერთ-ერთი პათოლოგიური სადიაგნოსტიკო მარკერი. შრატის ფერიტინის გაზომვა არის ადრეული და ადვილად ხელმისაწვდომი სკრინინგული საშუალება COVID-19 პაციენტებში დაავადების სიმძიმის შესაფასებლად. ამიტომ, შრატის ფერიტინის გაზომვამ გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ პაციენტების გამოვლენაში, რომლებთაც აქვთ დაავადების არახელსაყრელი გამოსავალის მაღალი რისკი.
ფერიტინი და ანემია
სისხლის შრატში ფერიტინის რაოდენობა არის რკინის მარაგის ინდიკატორი, ავლენს რკინის დეფიციტს ან სიჭარბეს: მაგ: ფერიტინი დაქვეითებულია რკინადეფიციტური ანემიის დროს ან მომატებულია მაგ: ჰემოქრომატოზის დროს. ეს ცილა მონაწილეობს რკინის შეკავშირებაში, შენახვასა და გამოყოფაში. ფერიტინი ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ინახავს რკინას ბიოშეღწევადი ფორმის სახით და ამავდროულად იცავს უჯრედებს რკინის ტოქსიკური ზემოქმედებისაგან, რომელიც გამოწვეულია რკინის თვისებით, წარმოქმნას აქტიური ფორმები, რომლებიც უშუალოდ აზიანებს დნმ-ს და ცილებს.
ორგანიზმის ყველა უჯრედში და, მთლიანად, ორგანიზმში რკინის მარაგს ასახავს შემდეგი;
- აპოფერიტინი - არის ცილა, რომელიც შედგება 24 სუბერთეულისაგან და აქვს მოლეკულური მასა 450 kDa.
- ფერიტინის ჰემური ბირთვი შეიძლება შეიცავდეს ~ 4500 რკინის ატომს Fe3+ იონების სახით და
- ჰემოსიდერინის - უხსნადი რკინა-ცილოვანი კომპლექსი.
არსებობს ფერიტინის სხვადასხვა იზოფორმები, რომელიც შედგება სხვადასხვა სუბერთეულისაგან, რომლებიც რაღაც დონემდე არიან ქსოვილსპეციფიურები. ფერიტინის კონცენტაცია სისხლში პირდაპირპროპორციულია ორგანიზმში რკინის საერთო მარაგზე. 1ნგ/მლ-ზე შრატის ფერიტინისა შეესაბამება რკინის საერთო დეპოს 10მგ-ს. ამიტომ ფერიტინის დონის განსაზღვრა სისხლის შრატში, ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რეკომენდებულია, როგორც საუკეთესო და ყველაზე მოხერხებული ლაბორატორიული ტესტი რკინის მარაგის, რკინის დეფიციტის ან რკინის ცვლის დარღვევების შესაფასებლად. ამ პარამეტრის განსაზღვრამ შეცვალა ინვაზიური და ნახევრადრაოდენობრივი ძვლის ტვინის ასპირატის და ბიოპტატის შესწავლა და იქცა ახალ ოქროს სტანდარტად რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკაში.
შრატში ფერიტინის დონე ორგანიზმში რკინის მარაგის კარგი მაჩვენებელია, თუმცა, ის არ გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ რკინის რაოდენობაზე, რომელიც ფაქტიურად მისაწვდომია ერითროპოეზისათვის. ფერიტინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში 400მკგ/ლ-მდე, შეიძლება ასახავდეს ბევრ პათოლოგიურ პროცესს: რადგანაც ფერიტინი წარმოადგეს მწვავე ფაზის ცილას, მისი მომატება აღინიშნება ინფექციების, მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების ან ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, თუმცა ამ დროს პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს რკინადეფიციტური ანემიაც. ფერიტინის მომატება, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის მარაგთან, აღინიშნება ალკოჰოლური და ქრ.ვირუსული ჰეპატიტის დროს, ასევე თირკმლის ქრ.უკმარისობის დროს. დიაგნოსტიკა ხდება კონკრეტული პაციენტის სრული კლინიკური სურათის გათვალისწინებით.
BL.7.10.5. ფერიტინის (ferritin) ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ ჩვენთან.
კვლევა სრულდება სრულად ავტომატურ ანალიზატორზე cobas e 411( Roche Diagnostics)
მეთოდი: ელექტროქემილუმინესცენტური- ECLIA
ღირებულება: 45 ლარი