Logo

Center for Diabetes, Endocrine and Cardiopulmonary Diseases
"Diabetes Management" - a state program for children and adolescents
2020-12-09 share author: სალომე გუგუჩია

"Diabetes Management" - a state program for children and adolescents

კლინიკა „დიაკორი“ გთავაზობთ არა მარტო შაქრიანი დიაბეტის მართვას ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, არამედ კლინიკაში ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელმწიფო პროგრამით „დიაბეტის მართვა“ , რომელიც გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის (საქართველოს მოქალაქე) და უზრუნველყოფს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებითა და მომსახურეობებით. პროგრამას ბავშვთა ასაკში ხელმძღვანელობს სალომე გუგუჩია, ბავშვთა ენდოკრინოლოგი.


შაქრიანი დიაბეტი ტიპი1 - ის მქონე ბავშვებს სახელმწიფო პროგრამა „დიაბეტის მართვა“ ფარგლებში ამარაგებს ინსულინით, გლუკოზის საზომი აპარატითა და ტესტ-ჩხირებით, შარდში კეტონების განსაზღვრის ჩხირებით, ასევე ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო პრეპარატი - გლუკაგონით, საჭირო ანალიზებისა კონსულტაციების აუცილებელი პაკეტით.

კერძოდ, პროგრამის ფარგლებში იფარება:

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება;
  • საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ა) გლუკომეტრი (თუ პაციენტი ახლად გამოვლენილია ან პაციენტი თანხმდება მის გამოცვლას)  და მისი შესაბამისი ტესტ-ჩხირები;

ბ) სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები (გაიცემა თითოეულ მოსარგებლეზე არაუმეტეს 2 კოლოფისა (100 ც.) თვეში) და შესაბამისი რაოდენობის სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსებით;

გ) შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირებით (გაიცემა არამეტეს 1 კოლოფისა (50 ც.) კალენდარულ წელიწადში).

  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
  • გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა (კვარტალში ერთხელ);
  • დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორირება (მათ შორის ფუნდუს კამერით);
  • პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
  • ფიზიკური რეაბილიტაცია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
  • საჭიროების შემთვევაში, პაციენტისთვის, რომელსაც არ ესაჭიროება მედიკამენტის დოზის კორექცია - სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

 

კლინიკა დიაკორი გისურვებთ ჯანმრთელობას!