რა არის ასთმა? - ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის ასთმა?
ასთმა არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ჰაერის უკმარისობას. ასთმის სიმპტომატიკა შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მწვავე და შეტევითი ხასიათის. ზოგ შემთხვევაში ასთმური სიმპტომები ვითარდება მოულოოდნელად. ასთმური შეტევა ვითარდება, როცა სასუნთქი გზები ფილტვებში ვიწროვდება და მიდის ანთებითი პროცესი. ასთმა შესაძლოა იყოს გენეტიკური
როგორ ვმართოთ ასთმა პანდემიის პირობებში?
კოვიდ-19 არის კორონავირისული დაავადება 2019. ის გამოწვეულია ვირუსით, რომელსაც ქვია SARS-CoV-2. ვირუსი პირველად გამოჩნდა 2019 წლის ბოლოს და დღემდე მოიცვა თითქმის მთელი მსოფლიო.
კოვი-19 დაინფიცირებულ ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება, ხველა და სხვა სიმპტომები. მძიმე შემთხვევებში მას შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. ასთმით დაავადებულ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ უფრო მძიმე სიმპტომატიკა დაინფიცირების შემთხვევაში. თუ გაქვთ ასთმა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავი დაიცვათ შესაძლო ინფიცირებისგან. ეს მოიცავს სახლში დარჩენას და პირადი ჰიგიენის განსაკუთებულ დაცვას.
თუ ხართ ასთმის საწინააღმდეგო თერაპიაზე, მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად მიიღოთ მედიკამენტები. თუ გაქვთ კოვიდ-19 სიმპტომები, ან შესაძლო ინიფიცირების რისკი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რა სიმპტომები ახასიათებს ასთმას?
ასთმა შეიძლება ხასიათდებოდეს შემდეგი სიმპტომატიკით:
- მსტვინავი ან ხმაურიანი სუნთქვა
- ხველა
- მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში
- ჰაერის უკმარისობა
სიმპტომები შესაძლოა გამეორდეს ყოველ დღე, ყოველ კვირა ან უფრო იშვიათადაც. სიმპტომების სიმძიმე მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე. იშვიათად, მაგრამ მაინც ასთმურ შეტევას შეუძლია სიკვდილის გამოწვევა.
არსებობს თუ არა ასთმის ტესტი?
დიახ. თქვენი მკურნალი ექიმი როცა გამოგკითხავთ სიმპტომებს, ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაგინიშნავთ სუნთქვის ტესტს (სპირომეტრია), რათ შეფასდეს თქვენი ფილტვების მდგომარეობა.
თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენი ასთმის გაუარესების სავარაუდო მიზეზი შესაძლოა იყოს ალერგია, მაშინ აუცილებლია ალერგიული ტესტირება, რომელიც მოიცავს როგორც კანქვეშა ტესტებს ისე სისხლის ანალიზს.
მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ასთმისთვის?
ასთმის მკურნალობა ხდება სხვადასხვა კომბინაციით. ეს შესაძლოა იყოს ინჰალატორები, სითხეები ან ტაბლეტები, ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს მკურნალობის სქემას, გამომდინარე სიმპტომების სიმძიმიდან და სიხშირიდან. ასთმური მკურნალობის მოქმედების მექნიზმი არის 1 – 2-იდან
- სწრაფად მოქმედი საშუალებები- რომელიც ხსნის სიმპტომებს 5-15 წუთის მანძილზე. თითქმის ყველა ასტმით დაავადებული პაციენტი აღჭურვილია სწრაფად მოქმედი ინჰალატორით, რომელიც მუდმივად თან დააქვს. პაციენტი აღნიშნულ მედიკამენტს იყენებს მაშინ როცა აქვს სიმპტომი. პაციენტების უმეტესობას აღნიშნული მედიკამენტი ესაჭიროება 1 ან 2-ჯერ კვირაში ან უფრო იშვიათად. მაგრამ, როცა ასთმური სიმპტომატიკა უარესდება, შესაძლებელია დოზის გაზრდა გახდეს საჭირო. ზოგ პაციენტს აღნიშნულ მკურნალობაზე აქვთ კანკალი. ზოგი ადამიანს ასევე ესაჭირეობე ე.წ. ნებულაიზერი მედიკამენტის შესასუნთქად.
- გახანგრძლივებული მოქმედების ასთმისა და მომავალი სიმპტომების საკონტროლო საშუალებები. პაციენტები რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ ბრონხული ასთმა, აღენიშნებათ კვირაში დამახასიეთებელი სიმპტომატიკა ორჯერ ან მეტჯერ, სწორეთ მათ ესაჭიროებათ აღნიშნული მედიკამენტები 1-2ჯერ ყოველდღიურად.
გახანგრძლივებული მოქმედების მედიკამენტებით მკურნალობის ეფექტურობის მიღწევა საჭიროებს ხშირ შემთხვევაში რამდენიმე კვირას. აქედან გამომდინარე, რთულია განსაზღვრა მოქმედებს თუ არა მედიკამენტი, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, სანამ ექიმი არ შეაფასებს მკურნალობის სქემის ეფექტურობას.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დანიშნულებისამებრ, მოხმარების წესების დაცვით მიღება (ინჰალატორის სწორი მოხმარება).
თუ სიმპტომების გაუარესება ხდება დროის ხანმოკლე პერიოდში, მოიხმარეთ სწრაფად მოქმედი საშუალება და მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭიროებდეთ სტაციონარულ მკურნალობას.
რა არის სამოქმედო გეგმა ასთმასთან მიმართებაში?
ეს არის ინსტრუქციათა ერთიანობა:
- ბინაზე მკურნალობისას გამოყენებული მედიკამენტები
- რომელი მედიკამენტი მივიღოთ სიმპტომების გაუარესებისას
- როდის გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა (112)
თუ ხშირად აღგენიშნებათ მძიმე ასთმური სიმპტომატიკა, მკურნალი ექიმი შეადგენს ასთმის სამოქმედო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ კონტროლში. შესაძლოა საჭირო გახდეს პიკფლოუმეტრის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ მასში ჰაერის ჩასუნთქვით შეაფასოთ ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლები. მოწყობილობის მოხმარების ინსტრუქციას გაგაცნობთ მკურნალი ექიმი.
რა ინტენსივობით არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?
ექიმს უნდა მიმართოთ დაუყოვნებლივ, როცა გაქვთ ასთმური შეტევა და სწრაფად მოქმედი მედიკამენტის მოხმარების ფონზე უარესდება სიმპტომები გაუმჯობესების ნაცვლად. რეგულარულად მიმართეთ ექიმს როცა აღგენიშნებათ ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა
თუ ასთმური სიმპტომები მძიმეა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112)
თუ ყოველდღიურად გესაჭიროებათ ასთმის სამკურნალო მედიკამენტი სასურველია ექიმს მიმართოთ საკონტროლო ვიზიტზე 6 თვეში ერთხელ, ან უფრო ხშირად.
შესაძლებელია თუ არა ასთმური სიმპტომების პრევენცია?
დიახ, შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ ასთმური სიმპტომები. ტრიგერისგან თავის არიდება. არსებობს განზოგადებული ტრიგერების ჩამონათვალი, თუმცა შესაძლოა არსებობდეს ინდივიდუალური. ზოგადი ტრიგერებია:
- თამბაქოს კვამლი - მოერიდეთ ადგილებს სადაც ეწევიან. თუ ხართ მწეველი, მიმართეთ სპეციალისტს მოწევის შესაწყვეტად.
- ვარჯიში - შესაძლოა ფიზიკური აქტივობა ზოგიერთი პაციენტისთვის იყოს სასარგებლო, თუმცა ამავდროულად შესაძლოა მოვიაზროთ როგორც ტრიგერი. შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის წინ საჭირო იყოს დამატებითი სწრაფად მოქმედი ინჰალატორის მოხმარება. თუ ფიზიკური აქტივობა არის გარე სივრცეში ან სიცივეში, შესაძლოა საჭირო გახდეს ცხვირის და პირის დაფარვა კაშნეთი.
- მტვერი - მატრასისა და ბალიშის დამცავის მოხმარება ამცირებს ოთახის მტვრის ტკიპების ოდენობა.
- ჰაერის დამატენიანებელი - მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობის შემცირება, ამიტომ თავი აარიდეთ კონდინციონერებს და ჰაერის დამატენიანებლებს დახურულ სივრცეში.
- ზოგიერთი ცხოველი - მათ შორის ძაღლები, კატები, თაგვები, ან ტარაკნები. თუ ხართ ცხოველების მიმართ ალერგიული მაქსიმალურად მოარიდეთ მათ თავი.
- ყვავილის მტვერი- ყვავილობის სეზონზე მაქსიმალურად მოერიდეთ გარეთ გასვლას, დაკეტეთ ფანჯრები და კარი, რამდენადაც იქნება ეს შესაძლებელი.
- გრიპი და გაციება - დარწმუნდით, რომ ყოველწლიურად იტარებთ გრიპის ვაქცინაციას. ზოგ შემთხვევაში საჭიროა პნევმონიის საწინააღმდეგო აცრა.
- სტრესი
ზოგი პაციენტის სიმპტომები უარესდება ასპირინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების (მ.შ იბუპროფენი და ნაპროქსენი)) მოხმარებისას, ამიტომ ჰკითხეთ ექიმს სანამ გამოიყენებთ მათ.
ჩამოთვლილი ტრიგერებისგან თავის ვერ არიდების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, შესაძლოა გესაჭიროებოდეთ დამატებითი დოზა სწრაფად მოქმედი ინჰალატორის.
როგორ მოვიქცე, თუ მსურს დაორსულება?
დაორსულებამდე მიმართეთ ექიმს რათა შედგეს გეგმა ასთმის კონტროლის. კარგად კონტროლირებული ასთმა მნიშვნელოვანია როგორც დედის ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ასთმის სამკურნალო თითქმის ყველა საშუალება უსაფრთხოა ორსულებისთვის