პოდაგრა - შარდმჟავას ცვლის მოშლა ( ჰიპერურიკემია)
პოდაგრა - შარდმჟავას ცვლის მოშლა
( ჰიპერურიკემია)
პოდაგრა ეს არის ქრონიკული დაავადება, იგი წარმოადგენს ართრიტის ერთ-ერთ ფორმას. სხვა ტიპის ართრიტების მსგავსად, იწვევს სახსრების ტკივილსა და შეშუპებას. პოდაგრა ვითარდება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერურიკემია. ჰიპერურიკემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლში იმატებს ნივთიერება შარდმჟავა - ურატები. ურატები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ქმნიან კრისტალებს, რაც შემდგომ იწვევს ჩივილების განვითარებას. ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედს შეიძლება არ განუვითარდეს პოდაგრა. დაახლოებით ორ მესამედს არ აქვს ჩივილები, ჩივილები იწყება მაშინ როცა შარდმჟავა კრისტალების გამო ვითარდება ანთებითი ცვლილებები სახსრებში და თირკმელში ყალიბდება კენჭები და ვითარდება თირკმელთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.
პოდაგრის განვითარების რისკის ფაქტორებია:
- სიმსუქნე;
- მაღალი არტერიული წნევა;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- ჭარბი კვება ან ხანგრძლივი მარხვა;
- ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება, განსაკუთრებით - ლუდი, ვისკი, ჯინი, არაყი, რომი;
- დიდი რაოდენობით ხორცისა და ზღვის პროდუქტების მოხმარება;
- ისეთი საკვები პროდუქტების მოხმარება, რომლებიც შეიცავენ ფრუქტოზით მდიდარ სიმინდის სიროფს ( არადიეტური გაზიანი სასმელები);
- ზოგიერთი მედიკამენტი (დიურეტიკები).
პაციენტებს, რომელთაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ პოდაგრის დიაგნოზი, დაავადების გამწვავება შეუძლია შემდეგ მდგომარეობებს:
- ჭრილობას ან ოპერაციული ჩარევას;
- მარხვას;
- ალკოჰოლს (მათ შორის ღვინის მოხმარებას);
- ჭარბ კვებას;
- მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლში ურატების დონეს;
ჩივილები:
- სახსრების ტკივილი, შეშუპება, სიწითლე, დაჭიმულობა.
როგორც წესი, ჩივილები იწყება ერთი სახსრით, თუმცა შეიძლება ერთდროულად გამოვლინდეს რამდენიმე სახსრის ანთებითი ცვლილებებით.
ქრონიკული გართულებებია:
სახსრების დეფორმაცია, განსაკუთრებით - მტევნებისა და ტერფების, კოჭის, იდაყვის სახსრების. თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარება - თირკმელში ქვების წარმოქმნა, თირკმლის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, პერიფერიული არტერიოპათია.
მკურნალობა:
ხშირად გამოიყენება შარდმჟავას დამაქვეითებელი მედიკამენტები. გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა დიდი მნიშვნელობა ენიშნება კვების შეცვლას, კერძოდ, შარდმჟავას მაღალი შეცველობის მქონე პროდუქტის რაციონიდან ამოღებას.
შარდმჟავას მაღალ შემცველად ითვლება პროდუქტი, რომლის 100 გ-ში შარდმჟავას შემცველობა 400 მგ-ზე მეტია.
შარდმჟავას საშუალო შემცველად ითვლება პროდუქტი, რომლის 100 გრ-ში შარდმჟავას შემცველობა 100-დან 400 მგ-მდეა .
შარდმჟავას დაბალ შემცველად ითვლება პროდუქტი, რომლის 100 გრ-ში შარდმჟავას შემცველობა 100 მგ-ზე ნაკლებია.
პროდუქტის დასახელება |
შარდმჟავას შემცველობა 100 გ პროდუქტში |
სარდინის ზეთი |
480მგ |
ხბოს ღვიძლი |
460 მგ |
კალმახი |
297მგ |
ტუნა ზეთში |
290მგ |
ტუნა |
257მგ |
ქათმის ღვიძლი |
243მგ |
ოკეანის ქორჭილა |
241მგ |
ქაშაყი |
210მგ |
ქათმის მკერდი კანით |
175მგ |
ორაგული |
170მგ |
ინდაური კანით |
150მგ |
ღორის ხორცი ძვლით |
145მგ |
ძროხის ფილე |
110მგ |
შოკოლადი, ჩაი, კოკა-კოლა |
2300მგ |
ლუდის საფუარი |
1810მგ |
საცხობი საფუარი |
680მგ |
ყაყაჩოს თესლი |
170მგ |
გამხმარი მზესუმზირის თესლი |
143მგ |
სოიოს მარცვლები |
190მგ |
თეთრი ლობიო |
128მგ |
ოსპი |
127მგ |
მუხუდო |
109მგ |
ქიშმიში |
107 მგ |
ტკბილის სასმელები ფრუქტოზის შემცველი პროდუქტები
|
|
კვებით ცვლილებებს შეუძლია შეამციროს შარდმჟავას რაოდენობა სისხლში დაახლოებით 15%-ით, მედიკამენტის მიღების გარეშე, ამასთან ერთად, შარდმჟავას ცვლის კონტროლს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წონის კლება, ისევე, როგორც, ზოგადად, ჯანმრთელობას.
გამომდინარე იქიდან, რომ პოდაგრა ქრონიკული, კონტროლირებადი დაავადებაა, მკურნალობის დაწყებიდან მოყოლებული, რეგულარულადაა საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რათა შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა, საჭიროების შემთხვევაში კი შეიცვალოს მკურნალობის ტაქტიკა.