რა არის ფიბრომიალგია?
რა არის ფიბრომიალგია?
ფიბრომიალგია დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვალ-კუნთური ტკივილით, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ძილიანობა, მეხსიერებისა და ხასიათის გაუარესება.
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ფიბრომიალგიაზე?
ფიბრომიალგიის დიაგნოზზე შეიძლება ვიფიქროთ, როცა ძვალ-კუნთური ტკივილი გაფანტულია და გრძელდება > 3 თვე;
ასევე სხვა სიმპტომების თანაარსებობისას, როგორებიცაა:
- სისუსტე
- დაღლილი გაღვიძება და გაფანტულობა
- ხანმოკლე მეხიერების პრობლემები და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიაგნოზი ისმება ამ სიმპტომების გამომწვევი ყველა სხვა დაავადების გამორიცხვის შემდეგ.
რა შეიძლება იყოს ძვალ-კუნთური ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზები?
მსგავს ტკივილს იწვევს:
- რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის სინდრომი და მგლურა - ეს დაავადებები იწყება გენერალიზებული ტკივილით;
- მენტალური პრობლემები - დეპრესია და შფოთვა;
- ნევროლოგიური დარღვევები - მაგ. გაფანტული სკლეროზი, მიასთენია;
- მსგავსი სიმპტომატიკის გამომწვევი ისეთი დაავადებების გამოსარიცხად, როგორიცაა ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ვიტ დ3-ის დეფიციტი, ელექტროლიტური დისბალანსი, უნდა ჩატარდეს შემდეგი ანალიზები: სისხლის საერთო ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ვიტ დ3; ელექტროლიტები სისხლში; საჭიროა ასევე კვლევა ძილის აპნოეს გამოსარიცხად
ფიბრომიალგია ხშირად არსებობს სხვა პრობლემებთან ერთად, როგორებიცაა:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- თავის ტკივილი;
- სახსრების ტკივილი;
- შფოთვა და დეპრესია;
- ხშირი და მტკივნეული შარდვა
რა ფაქტორები უწყობს ხელს ფიბრომიალგიის განვითარებას?
- ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესი;
- გენეტიკური ფაქტორები (ოჯახის წევრი შესაძლოა იყოს ამ დაავადებით დაავადებული);
როგორ ხდება ფიბრომიალგიის მკურნალობა?
- კანაბიდიოლი - cannabidiol;
- ტკივილის შემამსუბუქებელი მედიკამენტები: ანტიკონვულსანტები, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები;
- იოგა, აკუპუნქტურა, ჰიპნოზი;
- ფიზიკური აქტივობა;
- ჯანსაღი კვება და წონის ნორმალიზება;
- ძილის მოწესრიგება, ძილის ჰიგიენის დაცვა;
- ფსიქოლოგის მხარდაჭერა;
- გარკვეული საკვები პროდუქტები ამწვავებს ფიბრომიალგიას. ესენია: გლუტეინის შემცველი პროდუქტები; წითელი ხორცი, პომიდორი, თეთრი კარტოფილი, მწვანე წიწაკა და გოჯი ბერი, კვერცხი, კოფეინი, რძის პროდუქტები; შემწვარი პროდუქტები და ნაჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები; მარილისა და შაქრის ჭარბი მოხმარება;
- საკვები, რაც დადებითად მოქმედებს ფიბრომიალგიაზე: ახალი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ჯანსაღი ცხიმი, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები, მჭლე ხორცი - განსაკუთრებით თევზი და ქათამი.
- ექიმის დანიშნულების მიხედვით მიზანშეწონილია გარკვეული სახის ვიტამინებისა და საკვები დანამატების მიღება.