Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
ონკოლოგიური პაციენტების ნუტრიციული სტატუსის შეფასება და ნუტრიციული მართვა
2022-02-15 გაზიარება ავტორი: თამარ კახნიაშვილი

ონკოლოგიური პაციენტების ნუტრიციული სტატუსის შეფასება და ნუტრიციული მართვა

თამარ კახნიაშვილის (მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი) ინიციატივით საქართველოში, კლინიკა დიაკორში საფუძველი ჩაეყარა მედიცინის ახალი მიმართულების - ონკოლოგიური ნუტრიციოლოგიის - დანერგვა/განვითარებას.

ონკოლოგიური ნუტრიციოლოგია ნუტრიციოლოგიის სწრაფად მზარდი, ახალი მიმართულებაა, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების ნუტრიციული სტატუსის შეფასებასა და მართვას ეხება. იგი უნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს ონკოლოგიური პაციენტის მართვის მულტიდისციპლინარული კომპონენტების ჯაჭვში.

ლექცია ,,ონკოლოგიური პაციენტების ნუტრიციული სტატუსის შეფასება და მართვა" ეძღვნება ონკოლოგიურ ნუტრიციოლოგიასთან დაკავშირებულ ტრენდულ საკითხებს, ამ მიმართულებაში არსებულ ხარვეზებს და შესაძლებლობებს. ლექციის ფარგლებში მიმოხილულია ონკოლოგიურ ნუტრიციოლოგისათან დაკავშირებული მსოფლიო ტენდენციები და მდგომარეობა საქართველოში.

სალექციო ინფორმაცია სასარგებლო და გამოსაყენებელი იქნება არა მარტო ექიმებისთვის, არამედ, პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და, ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებისთვის.

კლინიკა "დიაკორი" აღჭურვილია ყველა იმ აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით და მაღალლტექნოლოგიური ლაბორატორიით, რომელთა გამოყენება საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად მოწოდებულია ონკოლოგიური პაციენტის ნუტრიციული სტატუსის შეფასების და მართვისთვის. ცალკე აღსანიშნავია მოსვენების ენერგეტიკული დანახარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი კალორიმეტრიით და სხეულის კომპოზიციის შეფასება აპარატი ბიოიმპენდანსით, რომელსაც რეკომენდაციას უწევს ამერიკის წამლისა და კვების სააგენტო (FDA).

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?