Logo

დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
მალნუტრიცია ონკოლოგიაში
2022-10-09 გაზიარება ავტორი: თამარ კახნიაშვილი

მალნუტრიცია ონკოლოგიაში

მალნუტრიცია ონკოლოგიაში

  
რა არის მალნუტრიცია, რა მდგომარეობები იწვევენ მას, რა საფრთხეს წარმოადგენს მალნუტრიცია ორგანიზმისთვის, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას ?!

  
მალნუტრიცია არის კვების დეფიციტი, რომელიც ასახავს არასრულფასოვან კვებით პროცესს, სადაც დისბალანსია ორგანიზმის მიერ მოთხოვნილ და მიღებულ ენერგიას შორის (საჭირო კალორიების ნაკლებობა). მალნუტრიცია გახლავთ დაავადება, რომელიც იწვევს წონის პათოლოგიურ კლებას და ორგანიზმის დაუძლურებას.

რა მდგომარეობები იწვევს მალნუტრიციას:

  •  უმადობა/შიმშილით ( ანორექსია)
  • ქრონიკული დაავადებები (კიბო, ორგანოთა უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი, სარკოპენიური სიმსუსქნე...)
  • მწვავე დაავადებები(ტრავმა, ინფექციები)

 

მალნუტრიციას ახასიათებს:

  •  დარღვეული იმუნური პასუხი- ინფექციის რისკის გაზრდა
  • კუნთოვანი ძალის სისუსტე და კუნთური მასის შემცირება
  • სასუნთქი კუნთების ფუნქციის დაქვეითება - სუნთქვის გაძნელება, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის რისკის გაზრდა, სუნთქვის უკმარისობა
  • თერმორეგულაციის დარღვევა - ჰიპოთერმია
  • ჭრილობის შეხორცების გაძნელება, გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივება, ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივება
  • აპათია, დეპრესია

 

კიბო მალნუტრიციის განვითარების მაღალი რისკის ფაქტორია. კიბოთი დაავადებულების სიკვდილობის 10-20% მალნუტრიციითაა გამოწვეული.

 
სიმსივნე ავადობის და სიკვდილობის ერთერთ წამყვან მიზეზად არის აღიარებული მსოფლიოში. ნავარაუდებია, რომ სიმსივინის ახალი შემთხვევები საგრძნობლად გახშირდება შემდგომი ათწლეულების მანძილზე.

 
სიმსივნის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები : ქირურგია, მედიკამენტოზური თერაპია, რადიაციული თერაპია აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას, ზოგჯერ კურნავს დაავადებას ან გადაყავს ის ქრონიკულ მდგომარეობაში, იმის გათვალისწინებით თუ რა სახის სიმსივნესთან გვაქვს საქმე. ყველა სახის მკურნალობის მეთოდი ხშირად იწვევს მალნუტრიციას და მეტაბოლურ დარღვევებს. იგივე დარღვევებს ასევე იწვევს თავად სიმსივნე მკურნალობის გარეშეც.

 

კიბოსთან დაკავშირებული მალნუტრიციის გავრცელება შეადგენს 39-87%-ს. მისი განვითარება მჭიდრო კავშირშია სიმსივნის მაღალ სტადიებთან; სიმსივნის ლოკალიზაციასთან (83-85% - პანკრეასის და კუჭის კიბო; 54-60% - ფილტვის, პროსტატის, მსხვილი ნაწლავის კიბო; 32-48% - ძუძუს კიბო, სარკომა, ლეიკემია, ლიმფომა); მალნუტრიციის განვითარების რისკი მეტია ასაკოვან პირებში ვიდრე ახალგაზრდებში.

 
სამიდან ერთ ჰოსპილაზიბულ პაციენტს აქვს გარკვეული ხარისხის მალნუტრიცია; მალნუტრიციის 4-19 მილიონი შემთხვევა რჩება დიაგნოსტიკის მიღმა წლიურად; მალნუტრიცია ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს 300%-ით ზრდის.


მალნუტრიცია და კუნთური მასის დაკარგვა, რომელიც უვითარდება თითქმის ყველა სიმსივნის მქონე პაციენტს დაავადების კლინიკურ გამოსავალს მნიშვნელოვნად აუარესებს. ის ახანგრძლივებს სტაციონარში დაყოვნების პერიოდს, აუარესებს მოძრაობის უნარს, იწვევს დაუძლურებას. სიმსივნის დროს მალნუტრიციის განვითარების მიზეზებია: საკვების არასაკმარისი მიღება, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა და კატაბოლური მეტაბოლიზმის გააქტივება.

 
მალნუტრიციის გავითარებაში სამი ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია ჩართული - ანორექსია(საკვების მიღების მკვეთრი შემცირება); კახექსია (წონის პათოლოგიური კლება); სარკოპენია(კუნთური მაისის განლევა და კუნთური ძალის შემცირება).

 

ეს ყველაფერი იწვევს:

  

  •  ცხოვრების ხარისხის გაურესებას
  • მკურნალოობის ეფექტიანობის შემცირებას
  • ინტრაოპერაციული და პოსტოეპრაციული გართულებების რისკის გაზრდას
  • სიმსივნური პროცესის მაღალ ტოქსიურობას
  • სიმსივნის პროგრესირებას
  • ფიზიკურ დაუძლურებას
  • მოძრაობის უნარის შეზღუდვას
  • სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას
  • სიკვდილს

როგორ ავიცილოთ თავიდან მალნუტრიციის განვითარება და როგორ აღვადგინოთ ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსი მალნურიციის არსებობის შემთხვევაში:

 
რეკომენდებულია ნუტრიციოლოგის მიერ, სიმსივნის მქონე ყველა პაციენტთან შეფასდეს ნუტრიციული სტატუსი დაავადების დიაგნოსტიკის დროს, მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებისას. საჭიროა განისაზღვროს პაციენტის ნუტრიციული სტატუსი, წონის ცვლილება, ს.მ.ი. ნუტრიციული სტატუსის სკრინინგისთვის გამოიყენება ვალიდური კითხვარები, რომელთა საშუალებით ხდება მალნუტრიციის ხარისხის განსაზღვრა. ამის შემდეგ განისაზღვრება ნუტრიციული ჩარევის მეთოდი. ნუტრიციული მხარდაჭერა განსხვავდება სიმსივნის ლოკალიზაციის, სტადიის, მკურნალობის მეთოდის, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.

 
ნუტრიციული მხარდაჭერა აუცილებელია როდესაც პაციენტს აქვს მალნუტრიცია ან მალნუტრიციის რისკი; როდესაც პაციენტი ვერ იკვებება მეტი 1 კვირის მანძილზე; ან იღებს რეკომენდებულზე 60 %-ით ნაკლებ საკვებს 1-2 კვირის განმავლობაში.

 
ნუტრიციული ჩარევა კლასიფიცირდება:

 

  •  ნუტრიციული შეფასება და პერორალური კვების დაგეგმვა იმ შემთხვევაში როდესაც ფუნქციონირებს გასტროინტესტინული ტრაქტი.
  • ნუტრიციული შეფასება და ხელოვნური კვება - ენტერალური ან პარენტერალური. ამ ტიპის ჩარევა იგეგმება როდესაც ორალური კვებით არ მიიღწევა სათანადო შედეგი. კვების მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, მკურნალობის მეთოდზე, სიმსივნის სტადიაზე, მეტაბოლური დარღვევის ხარისხზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე
  • აერობული ვარჯიში საწოლშიც კი აძლიერებს კუნთურ ძალას, ზრდის კუნთურ მასას. ეს პაციენტის შრომის უნარის აღდგენის შესაძლებლობის და უუნარობით გამოწვეული დეპრესიის შემცირების მთავარი წინა პირობაა.
    ნუტრიციული სტატუსის ადრეული სკრინინგით და ნუტრიციული ჩარევით: უმჯობესდება წონა, ენერგიის მოხმარება, კუნთური მასა, ცხოვრების ხარისხი, მოძრაობის უნარი, იზრდება მკურნალობაზე დამყოლობა, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა, მცირდება ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა.

Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკა

ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს. გთხოვთ დაადასტუროთ, ეთანხმებით თუ არა მის გამოყენებას?