სიმსუქნე, ჭარბი წონა და მეტაბოლური დაავადებები
სიმსუქნე, ჭარბი წონა და მეტაბოლური დაავადებები, თანამედროვე ეპოქის ნამდვილი გამოწვევა.
სიმსუქნე ეს არის ცხიმის ჭარბად დაგროვება ორგანიზმში რამაც შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ისეთი როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი,დიაბეტი, სახსროვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები და.ა.შ.
სიმსუქნეს მრავალი მიზეზი შესაძლოა ჰქონდეს, მათ შორის ორგანული პათოლოგიები: ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია-ჰიპოთირეოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი;
პოლიენდოკრინოული საკვერცხის დაავადება;
თირკმელზედა ჯირკვლის დაავადბები-ჰიპერკოტიზოლიზმი, კუშინგის დაავადება;
ფსიქომეციური ფაქტორები-გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესია, კვებითი აშლილობები;
ძილის დარღვევები-ძილის დეპრივაცია იწვევს მადის მარეგულირებელი ჰორმონების დისრეგულაციას, იზრდება ტკბილზე მოთხოვნილება, რაც იწვევს ჭარბი კალორიების მიღებას;
გენეტიკური ფაქტორები-მიდრეკილება სიმსუქნისადმი და ეპიგენეტიკური ფაქტორები;
გარკვეული მედიკამენტები-ფსიქოტროპული მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები,კორტიკოსტეროიდები(პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, ჰიდროკორტიზონი),ჰორმონული პრეპარატები(ესტროგენები, ანდროგენები, ინსულინი), ბეტა-ბლოკერები..
სიმსუქნის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი პათოლოგიური მექანიზმია ენერგეტიკული დისბალანსი, როდესაც ადამიანი იმაზე მეტ კალორიას იღებს საკვებიდან ვიდრე ხარჯავს, ეს დაკავშირებულია მჯდომარე ცხოვრების წესთან, ნაკლებ ფიზიკურ აქტივობასთან,თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
სიმსუქნით დაავადებული ადამიანის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, პრიველ რიგში სწორად უნდა განისაზვრღოს გამომწვევი მიზეზი და შეირჩეს ინდივიდუალური გეგმა. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა ტაქტიკა, რაც დამოკიდებულია ადამიანის სხეულის მასის ინდექსზე, უფრო კონკრეტულად:
თუ BMI >25 მოწოდებულია ცხოვრების წესის მოდიფიკაცია,
თუ BMI>30 მოწოდებულია ფარმაკოთერაპია;
თუ BMI>35+კომორბიდული დაავადებები ფარმაკოთერაპიის არაეფქტურობის შემთხვევაში განიხილება ბარიატრიული ქირურგია;
თუ BMI>40 ბარიატრიული ქირუგია;
ცხოვრების წესის მოდიფიკაცია გულისმობს კალორიულ დეფიციტს და ფიზიკურ აქტივობას. ასევე ხშირად სასურველია ქცევითი თერაპიის ჩართვაც -კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, სტრესის მენეჯმენტი, ძილის ოპტიმიზაცია, თვითმონიტორინგი.
სიმსუქნის საწინააღმდეგო თანამედროვე პრეპარატები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ახალი თაობის ინკრეტინული მედიკამენტები (GLP-1 აგონისტები), რომლებიც მოქმედებენ ტვინში მადის ცენტრზე და აფერხებენ კუჭის დაცლას, და ტრადიციული პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ ცხიმების შეწოვას ან თრგუნავენ მადას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ეს მედიკამენტები აუცილებელ წამალთა სიაში შეიტანა, თუმცა მათი გამოყენება მკაცრად რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და ცხოვრების წესის შეცვლასთან კომბინაციაში.
ახალი თაობის ინექციური და ორალური პრეპარატები (GLP-1 და GIP) 2026 წლისთვის წონის კლების ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება:
- Tirzepatide (Zepbound / Mounjaro): ორმაგი მოქმედების (GIP/GLP-1) ყოველკვირეული ინექცია, რომელიც კლინიკურ კვლევებში წონის 22.5%-მდე კლებას აჩვენებს
- Semaglutide (Wegovy / Ozempic): ყოველკვირეული ინექცია (Wegovy დამტკიცებულია სიმსუქნის სამკურნალოდ, Ozempic — დიაბეტის სამკურნალოდ). ხელმისაწვდომია აგრეთვე ორალური ტაბლეტის სახით (Wegovy Pill)
- Orforglipron (Foundayo): ახალი თაობის ყოველდღიური კაფსულა, რომელიც არ საჭიროებს ნემსის გამოყენებას და უზრუნველყოფს წონის დაახლოებით 15%-იან კლებას
- Liraglutide (Saxenda): ყოველდღიური ინექცია, რომელიც წონის საშუალოდ 8%-იან კლებას იწვევს
ასევე კვლევის ეტაპზეა როტატრუტიდი (Retatrutide) უახლესი თაობის ექსპერიმენტულ მედიკამენტის, რომელიც ამჟამად ყველაზე მძლავრ პოტენციურ საშუალებად მიიჩნევა. მას მედიცინაში "Triple G" (სამმაგ აგონისტს) უწოდებენ, რადგან არსებული წამლებისგან განსხვავებით, ის ერთდროულად მოქმედებს სამ სხვადასხვა ჰორმონალურ რეცეპტორზე:
GLP-1: აფერხებს კუჭის დაცლას და თრგუნავს შიმშილის გრძნობას.
GIP: აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას და არეგულირებს მადას.
Glucagon (გლუკაგონი): ეს არის მესამე კომპონენტი, რომელიც აძლიერებს ენერგიის ხარჯვას (მეტაბოლიზმს) და ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების უფრო სწრაფ წვას.
ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს მეტაბოლიზმის სიჩქარე, თუ რამდენ კალორიას მოიხმარს თქვენი ორგანიზმი მოსვენების მდგომარეობაში. საბედნეროდ კლინიკა „დიაკორში“ გვაქვს საშუალება ამ კველევის ჩატარების, რომელიც გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას თქვენს ბაზალურ მეტაბოლიზმზე, ცხიმებისა და ნახშირწყლების წვის პროცენტულ გადანაწილებაზე. რის საფუძველზეც ჩვენ გვაქვს საშუალება ინდივიდუალურად შევადგინოთ პაციენტზე მორგებული გეგმა წონის ოპტიმალურ რეჟიმში დასაკლებად, მეორადი გართულებების თავიდან ასაცილებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, იგი წარმოადგენს სიმსუქნის მკურნალობის ბოლო ეტაპს. მას აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები, სხეულის მასის ინდექსის, წელის გარშემოწერილობისა და კომორბიდული დაავადებების არსებობის გათვალისწინებით. ვინაიდან ბარიატრიული ქირურგია წარმოადგენს ადამიანის ფიზიოლოგიასა და ანატომიაში უხეშ ჩარევას, მას შესაძლოა მოჰყვეს არაერთი გართულება(სისხლდენა, მალნუტრიცია, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, დემპინგ-სინდრომი). მისი დანიშვნა უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ, მას შემდეგ რაც გამოყენებული იქნება სიმსუქნესთან ბრძოლის ყველა სხვა საშუალება.
ქეთევან ბანძავა